James Webb კოსმოსური ტელესკოპი

ჯერ კიდევ დიდი შეუსაბამობაა მეცნიერთა დაკვირვებასა და მათ ვარაუდებზე, რომელიც სამყაროს კრიტიკულ მომენტებს ეხება.

მეცნიერებს აქვთ მონაცემები კოსმოსის შესახებ, როდესაც ის მხოლოდ 400 000 წლის იყო, სამყაროს ასაკი კი 13.7 მილიარდ წელს ითვლის. მეცნიერები აკვირდებიან ადრეულ გალაქტიკებს – ეპოქას, როდესაც სამყარო 480 მილიონი წლის იყო. უფრო ადრეულ სამყაროზე კი არაფერი იციან. ეს ერა, 400 000 წლიდან 480 მილიონამდე არის უკიდურესად მნიშვნელოვანი დრო კოსმოსის ისტორიაში. სამყაროს კვლევის ახალი ამოცანებისათვის უახლესი ტექნოლოგიებია საჭირო. დიდი ტელესკოპების სარკეების დამზადება ძალზედ რთულია. მათ ჩვეულებრივ ერთიანი თეფშის ფორმა აქვთ. დედამიწის ატმოსფერო დაკვირვებისათვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მისი ტურბულენცია ამახინჯებს სხეულების გამოსახულებებს. ეს პრობლემა არ აქვს კოსმოსურ ტელესკოპებს, კერძოდ კი ჰაბლის კოსმოსურ ტელესკოპს(Hubble Space Telescope), რომელიც ორბიტაზე 1990 წლის 24 აპრილს გაუშვეს.
ამჟამად კი ასტრონომების უაღრესად დიდ იმედს წარმოადგენს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი(James Webb Space Telescope), რომელიც თავის საქმეს სავარაუდოდ 2018 წელს შეუდგება და რომლის დამზადებაც 8.8 მილიარდი დოლარი დაჯდა.

JWST model-cleaned

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი კოსმოსში გაშვებულ ყველა ტელესკოპზე დიდი იქნება. მისი მთავარი სარკე(პირველადი) 7-ჯერ აღემატება ჰაბლის მთავარ სარკეს. ვები იქნება 4 მთავარი სამეცნიერო ინსტრუმენტისა და 18 დეტექტორის სახლი. ის დაკვირვებებს იფრაწითელ დიაპაზონში ჩაატარებს – ტალღის სიგრძით, რომელიც მდიდარ ინფორმაციას შეიცავს სამყაროზე, როდესაც ადრეული ვარსკვლავები და გალაქტიკები ფორმირდებოდნენ. გეგმების მიხედვით, ჯეიმს ვების ტელესკოპმა შეუჩერებლად უნდა გამოიკვლიოს კოსმოსი 5 წლის განმავლობაში. მეცნიერები იმასაც იმედოვნებენ, რომ ეს მისია 10 წელსაც გაგრძელდება.

James-Webb-Space-Telescope-technician-4-618x411

ტელესკოპი დედამიწიდან ძალიან შორს იქნება მოთავსებული. მისი რაკეტა მას L2 წერტილში განათავსებს, რომელიც 1.5 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული. მთვარის გარე ორბიტა ტელესკოპს მზის რადიაციისაგან დაიცავს. დედამიწა და მთვარე მისი დამცავი ფარის უკან იქნებიან. ეს მდებარეობა, დედამიწიდან ძალიან შორს, მის მგრძნობიარე ინსტრუმენტებს დაიცავს და დაეხმარება მათ დაბალი ტემპერატურის შენარჩუნებაში. ასეთ დიდ მანძილზე არსებობის უარყოფითი მხარე არის ის, რომ ასტრონომები ვერასოდეს შეძლებენ მასთან მისვლას. მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მის საწვავზე, რომელიც მას ორბიტაზე სწორ ორიენტაციას აძლევს.

l2_3

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი არ წარმოადგენს უბრალოდ ჰაბლის გაუმჯობესებულ მოდელს. ჰაბლისაგან განსხვავებით, რომელიც აღიქვამს ხილვად და ულტრაიისფერ სინათლეს, ჯეიმს ვების ტელესკოპი აღიქვამს ტალღებს 0.6-დან(ნარინჯისფერ სპექტრში) 28 მიკრომეტრამდე. მასზე დამონტაჟებული ტექნოლოგიები მეცნიერებმა სპეციალურად მისთვის გამოიგონეს.
მეცნიერების ვარაუდით, ჰაბლის მემკვიდრედ აღიარებული, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი, დიდ გავლენას მოახდენს ჩვენს ცოდნაზე სამყაროს შესახებ. ამ ტელესკოპის საშუალებით, ახალი აღმოჩენები და ცოდნა სამყაროს შესახებ უპრეცედენტო იქნება. იგი იქნება ყველაზე ღირსშესანიშნავი ინსტრუმენტი, რაც კი ოდესმე აუგიათ.

გამოყენებულია მასალა:
http://www.nasa.gov/mission_pages/webb/main/index.html
http://www.esa.int/Our_Activities/Space_Science/JWST
http://jwst.nasa.gov/facts.html
ავტორი: თათია ქათამაძე

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?