კიდევ უფრო სწრაფი chrome-ი

Chrome-ში მალე ვებსაიტები იმაზე მალე ჩაიტვირთება, ვიდრე ეს ახლა ხდება.

ეს ახალი კომპრესაციის ალგორითმის, Brotli-ს დამსახურებაა, რომელიც Google-მა გასული წლის სექტემბერში წარადგინა. აღნიშნული ალგორითმს აქვს შესაძლებლობა 26 პროცენტით უფრო სწრაფად ჩატვირთოს ვებსაიტები ვიდრე Chrome-ის ახლანდელ ალგორითმს, Zopfli-ს.


Google-ის ვებ ინჟინერის, ილია გრიგორიკის განცხადებით, Brotli უკვე მზადაა დასანერგად, ამიტომ არ არის გამორიცხული, თუ ახალ ალგორითმს ძალიან მალე, Chrome-ის ახალ ვერსიაში ვინახავთ.

სავარაუდოდ, ახალი აგორითმით იქნება აღჭურვილი Chrome v48, რომლის სტაბილური ვერსიის გამოსვლაც 25 იანვირსთვისაა მოსალოდნელი. ახალი ალგორითმი მობილურის მომხმარებლებს საშუალებას მისცენ დაზოგონ ტარიფები და ბატარეა.

კომპანიში Brotli-ს “მონაცემების ახალ ფორმატად” აღიარებენ და იმედოვნებენ, რომ აღნიშნული ტექნოლოგია სხვა ვებ ბრაუზერებშიც დაინერგება. ჩვენ კი აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ Brotli, ისევე როგორც Zopfli, open-source იქნება.
განახლება: ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული ალგორითმი გამოყენებული იქნება Firefox-შიც.

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?