Toyota Mirai

2015 წლის 23 დეკემბერს ტოიოტამ საზოგადოებას წარადგინა ახალი წყალბადის საწვავზე მომუშავე ოთხ კარიანი ავტომობილი სახელწოდებით mirai, რაც იაპონურად მომავალს ნიშნავს. მწარმოებლების მტკიცებით ავტომობილი მხოლოდ წყალბადს მოიხმარს და ატმოსფეროში გამონაბოლქვის სახით მავნე ნივთიერებებს არ აფერქვევს. მისი ფასი 78 ათასი ამერიკული დოლარია, მას აქვს 151 ცხენის ძალა, მაქსიმალური სიჩქარე კი 180კმ/სთ–ა. ამასთან, 100 კმ–მდე აჩქარებისთვის სულ რაღაც 9 წამია საჭირო.

null
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტოიოტა მირაის ავზის შევსება შესაძლებელია მხოლოდ 3 წუთში, სავსე ავზი კი მის მომხმარებელს 650 კილომეტრის დასაფარად ეყოფა, ხოლო ერთი კილომეტრზე საჭირო საწვავის ღირებულება დაახლოებით 0,09 ცენტს შეადგენს. მომავალ წელს მსგავსი ძრავის მქონე ავტომობილების გამოშვებასა და გაყიდვაში ჩაშვებას კომპანია ჰონდაც გეგმავს.

null

ასეთი მანქანების უარყოფით მხარე ის არის, რომ წყალბადის ავტოგასამართი სადგურის მშენებლობა საკმაოდ ძვირი ჯდება, ამიტომ მის აშენებას მხოლოდ განვითარებული სახელმწიფოები შეძლებენ.
ბექა ბექაური

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?