შეიქმნა 13 ტერაბაიტის მქონე SSD

სულ რამდენიმე საათია რაც ცნობილი გახდა, რომ 13TB SSD უკვე არა ფანტაზიის, არამედ მსოფლიოს ნაწილია

კომპანია “FixStars”-მა გამოუშვა ახალი 13 ტერაბაიტის და 10 ტერაბაიტის მქონე მოცულობის 2.5 დიუმიანი მყარი მდგომარეობის დისკები – იგივე SSD.

იყო დრო, როდესაც მთავარი პრობლემა SSD დისკებისათვის მოცულობა იყო, მაგრამ ახლა უკვე ეს პრობლემა აღმოფხვრილია! განსაკუთრებით ახლა, როდესაც “ფიქსსტარსმა” (“FixStars”) ასეთი გამოგონება აჩუქა მსოფლიოს.

ახალი “FixStars”-ის SSD-1300M წარმოადგენს შოკის მომგვრელ 13 ტერაბაიტის მქონე 2.5 ინჩიან დისკს, რითაც აღნიშნული დისკი ზუსტად ამ დროისათვის წარმოადგენს ყველაზე დიდი მოცულობის SSD-ს მსოფლიოში. “ფიქსსტარსმა” ასევე გამოუშვა 10 ტერაბაიტი მოცულობის მქონე მოდელი 13 ტერაბაიტიანის გვერდით.

რატომ ვახსენეთ შოკისმომგვრელი? ეს არ უნდა იყოს ძნელი მისახვედრი… ცოტაოდენი ანალიზი რომ გავაკეთოთ უკეთ აღვიქვამთ თუ რას ნიშნავს ეს მოცულობა. თვალსაჩინოებისთვის, თუ 13 ტერაბაიტი მონაცემები გვინდა სტანდარტულ DVD-ზე დავტიოთ, ჩვენ დაგვჭირდება დაახლოებით 2,800 დისკი! – ორივე დრაივი გვთავაზობს წაკითხვის სიჩქარეს, რომლის მაქსიმუმ 540 მეგაბაიტი წამში წარმოადგენს და პარალელურად ჩაწერის სისწრაფეც არ ჩამოუვარდება ზემოთ აღნიშნულს და იძენს 520მბ/წამში სიჩქარეს.

სატოში მიკი არის კომპანია “ფიქსსტარზის” გენერალური აღმასრულებელი დირექტორი და გაგვიზიარა თავისი აზრი აღნიშნული წინსვლის შესახებ: “ფიქსსტარზის SSD სერიები უკვე დიდი ხანია მაღალი რეიტინგით სარგებლობს და ლიდერობს ისეთი გამოკვეთილი და სანდო ტექნიკური თვისებებით, როგორიცაა წაკითხვისა და ჩაწერის პროცესი და პერფორმანსი. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს თვისებები დროს კარგად უძლებს და დისკები მალე არ გამოდის მწყობრიდან”

კონკრეტულად აღნიშნული SSD გვთავაზობს ტემპერატურის კონტროლის სისტემას, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს სიცხისგან დისკის დაზიანების რისკი. დამატებით, მომხმარებლის სურვილის შესაბამისად გვხვდება მაღალი გამძლეობის რეჟიმი, რომელიც აშკარად ასამმაგებს დისკის სიცოცხლის ციკლს. თუმცაღა, აქვე უნდა დავამატოთ რომ ამ ფუნქციის გააქტიურებით მოცულობა გაგვიორმაგდება და “მხოლოდ” 6.5 ტერაბაიტი იქნება.

რაღა თქმა უნდა, ეს დისკი ჩვეულებრივი მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომი არ არის და ე.წ. “Price Out”-შია. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ მოცულობის SSD დისკები მიმართულია საწარმოებისკენ, რომლებიც რთულ სამუშაოებს ასრულებენ – მაგალითად ზემძლავრი ვიდეო დამუშავება.

რა ეღირება? “FixStars”-ის წარმომადგენელმა მიაწოდა ინფორმაცია პერსონალური კომპიუტერების მსოფლიოს, რომ ეს დისკი მიახლოებით (და თვალისწარმტაცადაც) ეღირება $13.000 (9000 ბრიტანული ფაუნდი, 19,000 ავსტრალიური დოლარი)… აღნიშნული პროდუქტის შიფინგი და სავაჭრო გადატანა-გადაზიდვები მომდევნო თვის ბოლოსკენ იგეგმება ამერიკის შეერთებულ შტატებში…

წყარო – TechRadar

გიორგი გოგოლაძე

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?