Li-Fi-ს სისტემა

Li-Fi-ს სისტემა- ტექნოლოგიური ინოვაცია რომელმაც შეიძლება გადატრიალება მოახდინოს ტექნოლოგიურ სამყაროში.

გავრცელებული ინფორმაციით Li-Fi-ს სისტემამ ყველასთვის კარგად ცნობილი WI-FI -ს ადგილი უნდა დაიკავოს , მაგრამ ჯერჯეობით ეს ყველაფერი ვარაუდის დონეზეა. ინფორმაციის მიხედვით Li-Fi-ს სისტემა არსებულ WI-FI-ზე 100 ჯერ სწრაფი იქნება, და იგი ინფორმაციის გადასაცემად იყენებს სინათლეს, უფრო კონკრეტულად, სინათლის ცვლილებას.

ამ ინოვაციის საშუალებით და მისი დანერგვის შემდგომ ინფორმაციის გადაცემა შესაძლებელი გახდება უბრალო ნათურების საშუალებითაც კი და სხვა მნათობი საშუალებებით.ახალი სისტემა უკვე გამოცადა ესტონურმა სტარტაპმა Velmenni-მ ტალინში. კომპანიამ შეძლო Li-Fi-ს გამოყენებით ინფორმაციის 1 გბ/წმ-ში გადაცემა, ხოლო ლაბორატორიული კვლევები აჩვენებს, რომ თეორიულად ინფორმაციის გადაცემა შესაძლებელია 224 გბ/წმ-ი სისწრაფით. ასევე ცნობილია , რომ Li-fi-ს სამუშაოდ საჭიროა სტანდარტული LED ნათურა, ინტერნეტთან წვდომა და ფოტო დეტექტორი. აქვე აუცილებლად უნდა ითქვას , რომ ამ ინოვაციურ სისტემას მინუსებიც აქვს. მაგალითად მისი გამოყენება შეუძლებელია გარეთ მზის სინათლეზე,ვინაიდან ამ შემთხვევაში მზის სინათლე ხელს შეუშლის ინფორმაციის გადაცემას და ჩაახშობს ნათურიდან წამოსულ სიგნალებს.

lifi-technology-perfect-slides-16-638

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?