SONY  Xperia Z3 compact

1950-იან წლებში სონიმ პირველმა განავითარა ტრანზისტორებზე მომუშავე რადიო Sony TR-63. სავაჭრო მარკა ვალკმანის სახელით სონიმ პირველი აუდიოპლეიერი ბაზარზე 1979 წელს გამოიტანა. მან დაიწყო აღმასვლა და მას შემდეგ დღემდე ერთ-ერთი საუკეთესო კომპანიაა ტექნიკის სფეროში. 2008 წლის მონაცემებით მისი წლიური შემოასვალი $78.88 მილიარდს შეადგენს. ეს მონაცემები კი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მის სიძლიერეს და პოპულარობას.
ახლა კი მე მინდა ვისაუბრო sony-ს უახლეს მოდელზე SONY Xperia Z3 compact.
მისი წინა მინა დაცულია კაწვრისგან და ტეხვისგან. მისი კანტები პლასტმასისაა, ხოლო უკანა ნაწილი წინა ნაწილის მსგავსად კაწვრისგან და ტეხვისგან დაცული მინის.
მას აქვს USB ბარათის პორტი, მეხსიერების ბარათის პორტი, ასევე მასში ჩაშენებულია მაგნიტური დამტენი, რომელიც მარჯვენა კანტზე მდებარეობს., ასევე მარჯვენა კანტზეა სიმბარათის ჩასადები და თავსდება მინი სიმბარათი. მეორე მხარეს კი ხმის ამწევ-დამწევი ღილაკები, ჩართვა-გამორთვის და დაბლოკვის ღილაკი. ზემოდან კი განთავებულია ყურსასმენების პორტი და მიკროფონი. მისი ეკრანის ზომა დიაგონალში არის 4.6 დიუმი. რაც ჯამში იძლევა 319 PPI რაც ნიშნავს იმას, რომ მას აქვს საკმაოდ კარგი გამოსახულება, კარგი ფერები. გაფართოება 720 X 1280 HD. გამოსახულების გაუმჯობესებისათვის დამატებით აქვს TRULUMINOS DISPLAY – X-REALITY ENGIME.

 

Sony-მ თავის წინა Z მოდელებისგან განსხვავებით გააუმჯობესა Z3-ში ეკრანი, გამოსახულება და ხედვის კუთხე. მისი ეკრანის ტიპია IPS LSD რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო და წამყვანი ეკრანის ტიპია დღესდღეობით ბაზარზე. Z3 გამოირჩევა 2,3 და 4გ მობილური ქსელების სიხშირით. სისქე 8,6 მმ. სიგანე 64,9 მმ. სიგრძე 127,3 მმ. წონა 129 გრ. კამერა 20 mega pixel. წინა კამერა 2.2 mega pixel. მობილურის შიდა მეხსიერება 16GB, მისი მეხსიერების გაზრდა შესაძლებელია მაქსიმუმ 128 GB-მდე მეხსიერების ბარათით ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. მისი ოპერატიული მეხსიერება კი 3GB-ია.



Sony არის ერთ-ერთი ლიდერი ელექტრონიკის, ვიდეოს, ვიდეო თამაშების კონსოლებისა და ინფორმაციის ტექნოლოგიების გამოშვებაში. მისი სათაო ოფისი ტოკიოში, იაპონიაში მდებარეობს. იგი შეიქმნა 1946 წლის 7 მაისს.

ამ მოდელის კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობაა მენიუში შესვლის და ძებნის გარეშეც დაბლოკილ მდგომარეობაში მყოფ ტელეფონზე შესაძლებელია კამერიშ ჩართვა, მარჯენა კიდის ქვედა ნაწილში განთავსებულ კამერის ღილაკზე თითის დაჭერით. იგი იღებს საუკეთესო გარჩევადობის ვიდეოს. მას შეუძლია გადაიღოს HD ვიდეო 120 კადრი წამში. აღნიშნული მოდელი მუშაობს Android 4.4.4 კეტკეტ ვერსიაზე. მისი ბატარეა არის 20600 მილიამპერიანი ბატარეა, რომელიც საუბრის პერიოდში დაახლოებით ძლებს 12 საათს და დაახლოებით 880 საათს ლოდინის რეჟიმში.

ასევე ამ მოდელს აქვს IP 68-ს მხარდაჭერა, რაც იმას ნიშნავს რომ ის არის მტვერგამძლე და წყალგამძლე. ერთი მეტრის სიღრმეზე წყალქვეშ რეკომენდირებულია 30 წუთი. იმ შემთხვევაში თუ თქვენ მის წყალში მოთავსებას გადაწყვეტთ ყურადღება უნდა მიაქციოთ კიდეებზე არსებულ საცობებს რადგან მყარად იყოს პორტები დაფარული და თავიდან აიცილოთ მასში წყლის ჩასვლა და დაზიანება.

შეძენისას მას მოჰყვება USB, ყურსასმენები, დამტენის თავი და მომხმარებლის წიგნი.

სოფიკო ლობჟანიძე
წყარო: www.engadget.com

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?