ვირტუალური რეალობის მექანიზმის გამოყენებით უკვე შესაძლებელია გადავინაცვლოთ წარსულში და განვაცოცხლოთ ჩვენი მოგონებები არა მხოლოდ გონებრივად, არამედ ბევრად უფრო ხილულადაც!

ის განცდა, როდესაც პირველად ვნახეთ ჩვენი ახალდაბადებულის სახე… დიდებული მომენტი, როდესაც მთელი ოჯახი ბედნიერი იყო სადილზე ერთად ვახშმობისას… აღმატებული გრძნობა, როდესაც მივაღწიეთ ყველაზე სასურველი, დიდი ხნის წინ დასახული მიზნის მწვერვალს… ნეტავ შეგვეძლოს დროში უკან მოგზაურობა და ამ გამოცდილებების, ამ გარემოებების კვლავ გაცოცხლება…

Back in Time

ინჟინერ-მექანიკოსთა ჯგუფი იმედოვნებს, რომ სწორედ ამას შეძლებს ვირტუალური რეალობის (Virtual Reality – VR) სისტემის გამოყენებით, რომლის საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლია გადავიღოთ 3-განზომილებიანი (3D) ვიდეოები საკუთარი მობილური ტელეფონით. დამატებით, ვირტუალური რეალობის ყურსასმენიც* დაგვეხმარება ისევ გავაცოცხლოთ მოგონებები, როცა კი ეს მოგვინდება…

“ოჯახი იყო ინიციატორი ამ იდეისა”, – განაცხადა ჯასტინ ლუკასმა, რომელიც მოწყობილობის ერთ-ერთი შემქმნელია. “მოგეხსენებათ ცხოვრების გასულ მომენტებს 2-განზომილებაში (2D) ვუყურებთ. ჩვენ გვინდოდა უფრო ღრმა განცდისა და გრძნობის წარმოქმნა ყველაზე გამორჩეული წარსულის მოგონებების ხილვისას.”

Headset

*შენიშვნა – ყურსასმენებში არ იგულისხმება მხოლოდ და მხოლოდ სმენის ყურსასმენი. საუბარია მოწყობილობაზე, რომელსაც ყურსასმენის სტილში ვიკეთებთ და ჩვენ თვალწინ სათვალეების პრინციპით 3D გამოსახულება იქმნება.

ამავე დროს მათ სურდათ ეს ყველაფერი იაფად გაეკეთებინათ…

“ჩვენ გვსურდა შეგვექმნა ისეთი რამ, რასაც ყველა გაწვდებოდა და გამოიყენებდა, ვისაც კი გააჩნია სმარტფონი”, – თქვა ლუკასმა, დასძინა ამავე დროს ის, რომ ამჟამად 3-განზომილებიანი ვიდეოების გადამღები ტექნოლოგია და შემდგომ მათი გაცოცხლება VR (Virtual Reality) მეთოდით უკვე არსებობს. თუმცა აღნიშნული ტექნოლოგია რამდენიმე ათასი დოლარი ღირსო – მიაწოდა ინფორმაცია ლუკასმა ლაივ საიენსის რეპორტიორს (Live Science).

ახალ სისტემას, რომელსაც ტელეპორტი ჰქვია, შეიცავს ალუმინის 3-განზომილებიან კამერას ორი ლინზით, რომელთაგანაც თითოეული მათგანი ისე იქცევა, როგორც ჩვენი ერთ-ერთი თვალი და იჭერს სცენებსა და სურათებს სხვადასხვა კუთხით, აღქმითა თუ პერსპექტივით. როგორც ჩვენი ტვინი, კამერაც აერთებს ამ ორ ხედვას ერთ 3-განზომილებიან სურათში (3D Picture).

როგორც კი მივამაგრებთ პატარა კამერას ჩვენ ტელეფონს – სისტემა მუშაობს როგორც აიფონებთან ასევე ანდროიდებთან – კონკრეტული პროგრამა საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ ტელეფონი მიმაგრებული კამერიდან ვიდეოს გადასაღებად და მათ შესანახად. ამის შემდგომ, შეგვიძლია ტელეფონი მივუერთოთ VR-ის ყურსასმენებს, რომელიც ლუკასმა და მისმა გუნდმა შექმნა ან უბრალოდ გუგლის კარდონის ვირტუალური რეალობის ყურსასმენებს – თქვა მან.

VR HeadSet of GOogle

ლუკასი ასევე გვამცნობს: “და თქვენ შეგიძლიათ, მაგალითისთვის “გაფრინდეთ” Toys “R” Us მაღაზიაში ტაიმზ სქვეარში (Time Square) და პირისპირ დაუდგეთ მულტფილმის გმირებს, მაგალითად კარტოფილის თავას, ან როგორც გუნდის ერთ-ერთმა წევრმა გააკეთა, იხილოთ თქვენი პატარა გოგონა როგორ მიირთმევს კრემიან ნამცხვარს ნიუ იორკ სიტის საცხობში…”

ვიდეო YouTube-იდან:

განსაზღვრული დროის მანძილზე, ლუკასი და მისი გუნდი ყიდის VR კამერას უფასო კარდონის ყურსასმენებით, მხოლოდ და მხოლოდ 49 დოლარად; ტელეპორტის VR ჰედსეტს კი $19-ად; ტელეპორტის VR კამერას და ტელეპორტის ჰედსეტს $69-ად. გუნდი თანხას აგროვებს მათი პროექტის ხარჯზე, რომელსაც აფინანსებს Indiegogo (Indiegogo.Com) . 12 დეკემბრისათვის, ამ მოძრაობამ უკვე $62,242 დოლარს მიაღწია 43 დარჩენილი დღის ფონზე…

სხვა ვირტუალური რეალობის სისტემები, რომელიც ხელმისაწვდომია არსებობს და ერთ-ერთი მათგანია სამსუნგი, რომელიც სამსუნგის VR-ს ყიდის $199 დოლარად – მუშაობს გალაქსი ნოუტ 4 თან (Galaxy Note 4). მოწყობილობით შესაძლებელია პროგრამების და თამაშების 3-განზომილებიან (3D World) სამყაროში მოხვედრა…

გიორგი გოგოლაძე

წყარო : Live Science