Sony playstation 4 console

Sony-მ გამოუშვა playstation-ის ახალი თაობა 7 წლის შემდეგ. PS3 უკვე შვიდი წლის შემდეგ შეცვალა PS4-მა. უკვე „იქსბოქსიც“ და „ფლეისთეიშენიც“ გადადის სტანდარტულ პლატფორმაზე X86. ახალი პროდუქტის შიგთავსი არის AMD-ის ნაწარმზე. 8 ბირთვიან პროცესორზე სიხშირით 1.6 GHz და AMD radeon video ბირთვზე. მას აქვს 8GB ოპერატიული მეხსიერება GDDR5 სტანდარტის და 500GB შიდა მეხსიერება.


Sony playstation- ის პოზიციონირებას ახდენს, როგორც სათამაშო კონსოლის და არა მულტიმედია ცენტრის Microsoft-ისგან განსხვავებით. შედეგად მოწყობილობა გამოვიდა უფრო მძლავრი და თუ თქვენთვის გრაფიკა პირველ ადგილზეა ამ ეტაპზე Sony consol-ი. რაც შეეხება დიზაინს, პროდუქტი ტიტქმის გამოვიდა მინიატურული და მინიმალური. ზედაპირი არის გლუვი და მტვრისგან შედარებით დაცული.

სერიოზული ცვლილება შეეხო Gamepad-საც.

მას აქვს ბევრი ახალი ფუნქცია, წონა იდეალურია. Sony-ს კონტროლერი ყოველთვის იდეალური იყო და არც ახალი თაობა არაა გამონაკლისი. ახალი კონსოლის რელიზმა ასევე შეიტანა მნიშვნელოვანი ცვლილება და შეიძლება ითქვას გააცოცხლა მათი პორტატული კონსოლი PSvita და ეს ნამდვილად არ არის გადაჭარბება. კონსოლთან დაერთებისას PSvita გადაიქცევა არა მარტო Gamepad-ად არამედ მოთამაშეს შეუძლია გამოსახულების ტრანსლირება, ანუ მოთამაშეს შეუძლია გამოიყენოს ის ტელევიზორის ნაცვლად და ეს იქნება ძალიან კარგი გადაწყვეტილება ოჯახის წევრებისთვის.
ასევე სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ გადააქციოთ თქვენი სმართფონი დამატებით აქსესუარად თამაშებში. ოპერაციულმა სისტემამაც გაიარა განახლება ის მუშაობს სწრაფად და საკმაოდ მარტივად აღსაქმელია. თამაშის გამორთვის გარეშეც შესაძლებელია ინტერნეტ ბრაუზერზე გადასვლა. კონსოლი აღჭურვილია ძალიან კარგი „მესენჯერით“. ასევე მარტივადაა შესაძლებელი ვიდეოების გაზიარება.

თუ თქვენ გინდათ პირველ რიგში სათამაშო Sony playstation 4 consol
მართლაც შესანიშნავი არჩევანია.

სოფიკო ლობჟანიძე
წყარო: www.engadget.com

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?