ტესლას ახალი ავტო პარკირების ფუნქცია

ცოტახნის წინ გახდა ცნობილი, რომ TESLA S მოდელზე დაყენდება ახალი პროგრამა, რომლის დახმარებითაც მძღოლს შეუძლია გამოიძაღოს საკუთარი მანქანა, როგორც კარგად გაწვრთნილი ძაღლი და დაავალოს თავისით დაპარკინგება. როგორც TESLAS ხელმძღვანელი ამბობს ასეთ მანქანებს ჩვენ ვიხილავთ 2-3 წელში. თუ თქვენ იმყოფებით ნიუ იორკში ხოლო თქვენი მანქანა ლოს ანჯელესში თქვენ შეგიძლიათ გამოიძახოთ იგი თქვენი ტელეფონიდან და უთხრათ რომ მოგაგნოთ, ის კი ავტომატურად დაიტენება გზაში. მოდელი S ავტოპილოტის ქონის გარდა, შეძლებს თავისით გააღოს გარაჟი რათა მოახდინოს პარკირება.

bvovkomxebxhynl9ywlu

დისტანციური ფუნქცია მისცემს S მოდელს საშუალებას გააღოს და დაკეტოს გარაჟის კარები პარკირების დროს. თუმცა ეს ისეთი სწრაფი და მარტივი არ არის როგორიც ჩანს. ტესლამ გააქტიურა რამოდენიმე შეზღუდვა, ავტომობილს არ შეუძლია დაინახოს მცირე წინააღმდეგობები, როგორიცაა ველოსიპედი და მსგავსი ნივთები, მანქანას აქვს გაუქმების ფუნქცია, ღილაკი რომელზეც უნდა გქონდეთ თითი მანევრირების დროს.

xklg0hiwtzf9ljk8no7b

ტესლა მანქანის პატრონებს აფრთხილებს რომ ეს ფუნქცია გამოიყენონ პირად საკუთრებაში რადგან ეს მთლიანად არ არის მანქანის ფუნქცია არამედ დისტანციური მართვაა.

წყარო:http://jalopnik.com
ავტორი: ლაშა სოფრომაძე

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?