უკანასკნელი წლების განმავლობაში ბევრი “Gaming” ლეპტოპები იქნა გამოშვებული, თუმცა სიმართლე ისაა, რომ ყოველთვის შეუძლებელი იყო ასეთ გეიმერის ლეპტოპებში საკმარისი კომპონენტების ძალისა და მონაცემების ჩატევა, რათა მას შეძლებოდა უახლესი თამაშების უმაღლეს გრაფიკებზე უპრობლემოდ გაშვება. კომპიუტერის ზომის, წონის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ბატარიის გაძლების მოკლე დროის გამო, მათი ხმარება მხოლოდ შესაძლებელი ხდებოდა, თუ მას გამოვიყენებდით როგორც ჩვეულებრივ პერსონალურ კომპიუტერს, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი გადაადგილება და დენის წყაროს გარეშე ხმარება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო (ერთი სიტყვით ის კარგავდა ლეპტოპის ფუნქციას). არ აქვს მნიშვნელობა რომელ კომპანიას ავიღებთ, იქნება ეს – Alienware, Asus, MSI თუ სხვა, არც ერთ მათგანს არ შეუძლია აწარმოოს თხელი, მსუბუქი და ბატარიაზე დიდხანს მომუშავე ლეპტოპი, რომელიც ამავდროულად შეძლებს ჩაიტიოს საკმარისი გრაფიკული მონაცემები დროულ და ახლო მომავლის თამაშებისათვის.

Mtliani

ცნობილია, რომ კომპანია Razer-ის Blade Laptop-ების სერიის დიზაინი ყოველთვის მოიცავდა ისეთ გეიმინგ კომპიუტერებს, რომლებიც იყო საკმაოდ სქელი და მძიმე (ზემოდ მოყვანილი ფაქტორების გამო). თუმცა ამ კომპანიამ წელს გადაწყვიტა თავისი “გეზის” შეცვლა, კერძოდ მან გამოუშვა PC ინდუსტრიაში საკუთარი პირველი ultrabook – “The Razer Blade Stealth”. ეს კომპიუტერი გამოიყურება თითქმის ისე, როგორც წინანდელი “Blade laptop”-ები, თუმცა ადვილი შესამჩნევია, რომ ის აღარ არის 4 ფუნტიანი “მხეცი”. მისი დიზაინი არის ჩვეულებრივი ultrabook-ისა, მისი სისქე მხოლოდ 0.52 ინჩია ხოლო წონა 2.75 ფუნტი. ამ კომპიუტერის შექმნისას კომპანიას სულაც არ აუღია ხელი მის მონაცემებზე, ამ მოდელს აქვს ინტელის ბოლო Core i7 პროცესორი, მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს 12.5-inch QHD or UHD touchscreen გამოსახულება. ამავდროულად მას აქვს ორი რეგულარული USB პორტი და ასევე ეს ერთადერთი ლეპტოპია, რომელსაც აქვს საკუთარი ინდივიდუალური “backlit RGB key”-ები, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია ამ კომპიუტერზე ფერებისა და ეფექტების სურვილისამებრ შეცვლა.

რა საკვირველია, კომპანიას მოუწია გარკვეული “მსხვერპლის” გაღება, რათა შეექმნა ასეთი პატარა და მსუბუქი ლეპტოპი. ყველაზე ადვილად შესამჩნევი ცვლილება არის გრაფიკული სიძლიერე – ის იყენებს ინტელის HD 520-ს ასე რომ, მისი გამოყენება შეუძლებელია უახლესი, ყველაზე მომთხოვნი თამაშებისთვის, თუმცა Razer-მა ამ პრობლემასაც მოუნახა გამოსავალი, რომელსაც შეუძლია ეს ultrabook-ი გახადოს ერთ-ერთ საუკეთესო “Gaming PC”.

Graphcis box

ამ სურათზე ნაჩვენებია Razer-ის ახალი ძირითადი დამატებითი აღჭურვილობა – Razer Core, რომელიც წარმოადგენს დესქტოპის გარე გრაფიკულ გაერთიანებას (ყუთს). ის გავს მინიატურულ პერსონალურ კომპიუტერს და მასში შესაძლებელია Nvidia და AMD -ის თითქმის ყველა PCI Express გრაფიკული კარტის ჩადება. ეს მოწყობილობა უერთდება ლეპტოპს USB Type-C პორტში და ასე გადაეცემა ლეპტოპს ძლიერი გრაფიკული მონაცემები.

ეს მოწყობილობა ძალიან მოსახერხებელს ხდის ამ ლეპტოპს, რომელიც საკმარისად პატარა და მსუბუქია, თუ მომხმარებელს სურს მისი წაღება შეხვედრაზე ან სამსახურში საქმის გასაკეთებლად. ხოლო, როცა საქმე უახლესი თამაშებით გართობაზე მიდგება, უბრალოდ ამ მოწყობილობის შეერთებაა საჭირო და ჩვენ ლეპტოპი გადაიქცევა სრულ გეიმინგის პერსონალურ კომპიუტერად. ერთი სიტყვით, ამ კომპიუტერის გამოყენება შესაძლებელია ლეპტოპად ყოველდღიური საქმეებისათვის და ასევე შესაძლებელია მისი ტრანსფორმაცია “Gaming PC”-ში.

ამ ლეპტოპის საწყისი ბაზისური მოდელის ფასი დაიწყება 999$-ით და ავა მაქსიმუმ 1,5999$-მდე, თუმცა კომპანიას ჯერ-ჯერობით არ შეუფასებია პორტატული გრაფიკული გაერთიანება ანუ Razer Core.

რა თქმა უნდა, Razer არ არის პირველი კოპმანია, რომელსაც გარე GPU- ს შექმნა მოუვიდა აზრად, რათა გაეძლიერებინა ლეპტოპის შესაძშლებლობები. Sony-ს მსგავსი გამოგონება ჰქონდა   “The VAIO Z”-სთვის და CES Alienware-მა წარმოადგინა საკუთარი Graphics Amplifier, რომელიც ძირითადად იგივეს აკეთებდა რასაც Razer Core, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ Alienware-ის ეს დამატება მხოლოდ მის გამოშვებულ ლეპტოპებზე მოქმედებდა, ხოლო Razer-ს გაზრახული აქვს, რომ Razer Core-მა რაც შეიძლება მეტ მოწყობილობაზე იმუშაოს, მაშინაც კი, თუ ეს კომპიუტერი სხვა კომპანიის იქნება.

წყარო: www.theverge.com

ავტორი: თორნიკე ონიანი