Inboard M1 სკეიდბორდი

ელექტრონული სკეიტბორდი არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ახალი პროდუქტი ბოლო წლების განმავლობაში და რადგანაც ეს გამოგონება ახალია, რა თქმა უნდა, მას მოჰყვება ბევრი პროტესტი და დეფექტები. პირველ რიგში ის არის საკმაოდ მძიმე და ძვირი, ასევე დიდი პრობლემაა ბატარიის შოვნა, რომელიც საკმარისად დიდ ხანს გაძლებს და უმრავლესი ელექტრონული სკეიტბორდის ტარება შეუძლებელია ბატარიის დაცლის შემთხვევაში. ეს უკანასკნელი საკმაოდ დიდი პრობლემაა და კალიფორნიის კომპანიამ “Inboard” გამოძებნა პასუხი.
Inboard-მა წარმოაჩინა ახალი სკეიტბორდის პროტოტიპი M1 და გამოცდის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ პროტოტოპი იყო და საბოლოოდ ჯერ არ არის დახვეწილი, მომხმარებლები საკმაოდ კმაყოფილნი დარჩნენ.

სკატე 3
არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც Inboard M1-ს გამოარჩევს სხვა ელექტრონული სკეიტბორდებისგან. პირველი ფაქტორია ბორბლები – იმის ნაცვლად, რომ მოტორი დაემონტაჟებინათ დაფის ქვედა ზედაპირზე , Inboard-მა ის დაამონტაჟა უკანა ბორბლებში. ეს ცვლილება არამარტო აუმჯობესებს სკეიტბორდის ვიზუალურ გამოსახულებას, არამედ ეს ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელს შეუძლია ატაროს ის ასევე როგორც ჩვეულებრივი სკეიტბორდია ისე, რომ მოტორი სულაც არ ჩართოს.

სკატე 2
Inboard-მა მოტორის გარდა დამალა ასევე ბატარეა – ბატარეის M1-ის ქვეშ მიერთების ნაცვლად, კომპანიმ ის ჩააშენა თვითონ დაფის განყოფილებაში. ამის შედეგად მომხმარებელს შეეძლება პატარა ურდულის გადატრიალებით გახსნას ეს განყოფილება და საჭიროების შემთხვევაში გამოცვალოს ბატარეა. ამ სკეიტბორდს აქვს როგორც წინა ასევე უკანა შუქები და მისი დისტანციური მართვა საკმაოდ მარტივია.
ერთადერთი მინუსი რაც ამ სკეიტბორდს აქვს არის მისი ზედმეტად მაღალი ფასი – 1,399$. თუმცა თუ გავითვალისწინებთ მის დადებით მხარეებს, გამომცდელები თვლიან, რომ ნამდვილად ღირს ამხელა ფასის გადახდა. ასევე აღსანიშნავია, რომ ის არის საკმაოდ მსუბუქი, კერძოდ იწონის მხოლოდ 14 ფუნტს.

 

წყარო: www.theverge.com
ავტორი: თორნიკე ონიანი

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?