Moto 360 სპორტ-საათის განხილვა

როდესაც Motorola-მ ახალი სპორტული საათის გამოშვება გამოაცხადა, ხალხს ეგონა, რომ ეს უბრალოდ იქნებოდა MotoActv-ის გაუმჯობესებული ვერსია, რომელმაც 2011 წელს მოიგო საკმაოდ ბევრი მოვარჯიშის გული. ერთ-ერთმა ცნობილმა “fitness-gadget blogger”-მა ეს MotoActv აღწერა სიახლედ, რომელმაც თავისი მრავალმხრივი ფუნქციებითა და მახასიათებლებით მთლიანად შეცვალა სპორტული საათების სახე.

თუმცა Moto 360 Sport (რომლის ფასიც 299$ ია) სულაც არ არის MotoActv-ის გამეორება. ეს საათი არის უფრო სპორტული და GPS ჩამონტაჟებული ვერსია სტანდარტული Moto 360 smartwatch-ისა, საკუთარი მრგვალი წინა სახით, touchscreen გამოსახულებით, wireless charging შესაძლებლობებით, რომელიც ასევე გვპირდება დღიური ნოტიფიკაციების მიღებასა და ჩვენებას ჩვენი smartphone-იდან. ამ საათის მიღმა მდებარეობს იდეა, რომ ამ საათს შეეძლოს მომხმარებელს შესთავაზოს “თავისუფალი” სავარჯიშო გამოცდილება (ეს ნიშნავს, რომ არ არის საჭირო ამ საათთან ერთად აუცილებლად ატარო smartphone), და ასევე ეს საათი უნდა იყოს ყოველდღიური ინსტრუმენტი, რომლის ტარებაც შესაძშლებელი იქნება ნებისმიერ ადგილას (იქნება ეს სავარჯიშო დარბაზი თუ სამუშაო ადგილი) და გამოიყურებოდეს, როგორც ჩვეულებრივი აქსესუარი ნებისმიერ სიტუაციაში.

საუბედუროდ Moto 360 Sport, როგორც სპორტული საათი არც ისეთი მრავალმხრივ გამოსადეგია. ამჯერად მისი გამოყენება შეიძლება მხოლოდ სირბილის ტრაექტორისაა და სხვა მონაცემების დასაკვირვებლად. ამასთანავე software გამოცდილება თითქოსდა “დაკოჭლებულია” Android Wear-ის მიერ, რომელიც წარმოადგენს Google-ის ოპერაციულ სისტემას სატარებელი მოწყობილობებისათვის.

შაატი 2

საბოლოო ჯამში ეს საათი გადის კატეგორიაში – “გამოსადეგი მხოლოდ გარკვეული ტიპის ხალხისათვის” – ეს არეის მართლაც კარგი სპორტული საათი იმ ადამიანებისათვის, რომლებასც აქვთ ანდროიდის ტელეფონები, მოსწონთ სტანდარტული Moto 360 smartwatch-ის ინტერფეისი და ფუნქციალურობა და ასევე ვისაც მართალც უყვარს სირბილი.

მაინც რა არის ახალი და განსხვავებული Moto 360 Sport-ში? გარეგნულ მახასიათებლებში შედის – შავი, თეთრი ან აგურისფერი სილიკონის სამაგრი, რომელიც არის ოფლ- და წყალგამძლე. რეზინის მატერიის ზედაპირი არის რბილი და საკმაოდ კომფორტული მაჯაზე.

ამ საათის დისპლეი არის საკმაოდ საინტერესო, ის არის backlit-ისა და front-lit reflective-ის ნაჯვარი. (backlit display არის როდესაც ეკრანის განათება ხდება უკნიდან, ანუ LED შუქის გამოსხივება ხდება ეკრანის უკნიდან, ეს არის ძირითადი დისპლეი მრავალი მოწყობილობებისთვის და საზიანო თვალისათვის, ხოლო front-lit-ის მაგალითზე შეგვიძლია მოვიყვანოთ amazon Kindle, რომელიც არ არის საზიანო თვალებისთვის და ფურცლის იმიტაციას გვაძლევს, თუმცა მისი მინუსი ის არის, რომ ასეთი დისპლეის მქონე ეკრანი სიბნელეში არ ჩანს). შესაბამისად ეს საათი იყენებს backlit display-ს სიბნელეში, ხოლო შუქზე front-lit reflective-ს, ეს ერთი შეხედვით საკმაოდ კარგი აზრია, თუმცა ამ დისპლეის გამუდმებული გადართვა-გადმორთვა ქმნის ბატარიის გაძლების პრობლემას. ეკრანის წინა მხარე დაფარულია Gorilla Glass-ით, რომელიც საკმაოდ გამძლეა და კარგად იცავს ეკრანს.

Moto 360 Sport საათს შეუძლია ოპტიკური სენსორების გამოყენებით გულის სიხშირის მაჯიდან წაკითხვა და მას ასევე აქვს GPS-ი მანძილების ზუსტად გამოსათვლელად – რაც რეალურად მხოლოდ ცოტა საათს აქვს.

სხვა საათებისგან განსხვავებით Moto 360 Sport მუშაობს როგორც Android ასევე iOS smartphone-ებთან, რასაც შესაძლებელს ხდის სწორედ Android Wear აპლიკაცია, თუმცა ეს არის მხოლოდ თექნიკურად. სინამდვილეში სრულფასოვანი ღირებულების მისაღებად, ეს საათი მხოლოდ ანდროიდთან იხმარება. რა თქმა უნდა, ამ საათის pairing-ი შესაძლებელია iPhone-თანაც, რაც მოიცავს ნოტიფიკაციების მიღებას, Moto Body Running აპლიკაციის ხმარებას საათზე და ყოველდღიური აქტიურობის მონაცემების ნახვას, თუმცა iPhone-ის შემთხვევაში ვარჯიშის მონაცემების (workout data) ნახვა შესაძლებელია მხოლოდ საათზე და მას ვერ გაუზიარებ iOS სისტემასა და აპლიკაციებს.

 

ზემოთხსენებული Moto Body Running app არის სპეციალურად მხოლოდ სპორტული საათისთვის და რეალურად მის ძირითად ფუნქციას მოიცავს. ეს აპლიკაცია მომხმარებელს ანახებს მთლიან workout time-ს, ტემპს, გულის სიხშირეს, ასევე სიხშირის ზონებს სირბილისას. მას ასევე შეუძლია მონაცემების დაყრდნობით გამოითვალოს, თუ რას შედეგებს მივაღწევთ ჩვენ მომავალში, ამა თუ იმ ტემპით ვარჯიშის შედეგად. თუმცა ამ საათის ლიმიტაცია სწორედ ესაა – მას მხოლოდ შეუძლია მხოლოდ სირბილის მონაცემების წაკითხვა და განსაზღვრა (თუმცა Motorola გვპირდება, რომ მომავალში მას უფრო მეტი ფუნქცია ექნება).

 

 

წყარო: www.theverge.com

ავტორი: თორნიკე ონიანი

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?