Genworth R70i Exoskeleton

ჩვეულებრივ, როდესაც ჩვენ გვესმის სიტყვა exoskeleton, ჩვენ ვფიქრობთ მოწყობილობაზე, რომელმაც უნდა გაგვხადოს ძლიერი, სწრაფი და ზოგადად უკეთესი სხვადასხვანაირად. თუმცა, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ახლად შექმნილი Genworth’s R70i Aging Suit ამ ყველაფერს აკეთებს პირიქით. სინამდვილეში ეს exoskeleton-ი შეიქმნა, რათა ახალგაზრდებს შეეძლოთ გამოსცადონ, თუ როგორია მოხუცებულობა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს არც ისე სასიამოვნოდ გამოიყურება, უნდა ვაღიაროთ, რომ გამოგონების თვალსაზრისით საკმაოდ ორიგინალური და განსაცვიფრებელია. ერთ-ერთმა გამომცდელმა ეს გამოგონება აღწერა, როგორც სხვადასხვა ტექნოლოგიების სიმფონია, რომლებიც ერთ კონცერტში მონაწილეობენ, რათა მომხმარებელს მისცეს ჭირვეული მოხუცი ადამიანის გამოცდილება.

ხო2
მოდით ამ ეგზოჩონჩხის განხილვა დავიწყოთ მისი ჩარჩოთი, ყველა სხვა ეგზოჩონჩხის მსგავსად ის შედგება მტკიცე მეტალის “გისოსებისგან”, რომლებიც ერთმანეთს მთელი სერია მოტორიზებული სახსრებით უერთდება. სხვა ყველა ეგზოჩონჩხში ეს მოტორები გამოყენებული იქნება, რათა გააუმჯობესოს სხვადასხვა მოძრაობები, თუმცა R70i-ის შემთხვევაში ისინი დაპროგრამებულია, რომ მაქსიმალურად შებოჭოს მომხმარებელი. რა თქმა უნდა, შესაძლებელია ამ ხელის შეშლის მახასიათებელი სურვილისამებრ ავამაღლოთ ან დავადაბლოთ.
მას ასევე გააჩნია სპეციალური ყურსასმენები, რომლებსაც შეუძლიათ მომხმარებლის სმენის არევა. ამ ყურსასმენებს შეუძლიათ მთლიანად დაბლოკონ გარკვეული ხმები და ასევე ამ ხმების ტონალობების შეცვლა სანამ ისინი ყურამდე მიაღწევენ, ამ ყველაფრის გამოყენებით შესაძლებელია, რომ მომხმარებელმა გამოსცადოს თუ როგორია დაყრუვება, ტინიტუსი (როდესაც გვესმის წკრიალის ხმა) და სხვა სმენითი დარღვევები.

ეხო3
მას ასევე მოყვება მსგავსი მოწყობილობა თვალებისთვის, რომელსაც წინ დამაგრებული აქვს კამერები. ეს კამერები იღებენ ყველაფერს რასაც მომხმარებელი ხედავს, და წარმოაჩენენ წინ მყოფ ეკრანზე. რადგან ეს კამერები მდებარეობენ მომხმარებლის თვალებისა და ეკრანის შორის, შესაძლებელია კადრის არევა და გადაკეთბა (მხედველობის შუაში შავი წერტილების გაჩენა, გამოსახულების გაბუნდოვნება და სხვა).
R70i კოსტუმის ცალკცალკე აღებული ყველა ეს ფაქტორი ადამიანის დიზორიენტაციას გამოიწვევს, თუმცა ყველას ერთად გამოცდა ადამიანს ანიჭებს გარკვეული უძლურების გრძნობას, რომლებსაც მოხუცებულნი გრძნობენ. რადგან R70i გვაწვდის ასეთ უცნაურ გამოცდილებას, მომხმარებელს ყოველთვის თან მიჰყვება ხოლმე დამხმარეები, რადგან ხშირია ხოლმე დაცემის შემთხვევები.

 

წყარო: www.digitaltrends.com

ავტორი: თორნიკე ონიანი

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?