კომპანია სეკომმა წარმოადგინა დრონი, რომელიც სპეციალურად დაცვისთვის არის შექმნილი. რობოტი არა მხოლოდ ადამიანებისა და მანქანების სურათების გადაღებას შეძლებს, მათვის ვინც დაცულ ტერიტორიას მოუახლოვდება,არამედ ის ავტომატურად დაედევნება მათ რათა დამნაშავის სახის ან მანქანის ნომრის ფოტოსურათი მოიპოვოს.

დრონი-დაცვა

რა თქმა უნდა თუ ქურდებს შეეძლება სწრაფი სირბილი, დრონი-დაცვა ვერ შეძლებს მათ დაწევას, რადგან მისი სიჩქარე არის შეზღუდული(10 კილომეტრი საათში) თუმცა ეს მაინც დიდი გადადგმული ნაბიჯია დაცვითი ტექნოლოგიის განვითარებისაკენ.

სამწუხაროდ ყველა ვერ შეძლებს აღნიშნული დრონის შეძენას პირადი მოხმარებისთვის, თუმცა ამას ალბათ არც მოინდომებთ მისი ფასის გაგების შემდეგ. იაპონური ფირმა ითხოვს 6620 დოლარს თვითონ დრონზე და 41 დოლარს ყოველთვიურად მომსახურებაზე გადასახადს. ეს სიახლე უპირობოდ მოეწონება დაცვის თანამშრომლებს, ვისაც ეზარება ქურდს დაედევნოს ანდა სურათი გადაუღოს მას, რადგან ამის გაკეთებას მათ მაგიერ დრონი შეძლებს.

მოამზადა: ალი ფირიევმა

წყარო: http://hi-news.ru/eto-interesno/dron-oxrannik-samostoyatelno-presleduet-narushitelej.html