რობოტი თევზი

ოკეანის შესასწავლად შექმნილი რბილი რობოტი თევზი

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში შეიქმნა რობოტი, რომელიც აკეთებდა თევზის მოძრაობის იმიტაციას.რობოტს შეუძლია უსაფრთხოდ მუშაობა ხალხის გვერდით და როგოც მოსალოდნელია დაკავდება ოკეანის შესწავლით,წყალქვეშა ნაღმების ძებნით და გამოყენებული იქნება,როგორც დამხმარე ინსტრუმენტი მყვინთავებისთვის.
მოწყობილობას აქვს რბილი კორპუსი,და მოქმედებაში მოდის ჰიდრო სისტემის საშუალებით,რომელიც ატარებს სითხეს მოქნილ მილაკებში ,, კუნთებში“.ამჟამად ლაბორატორიული კვლევის დროს სითხის ნაცვლად გამოყენებული იქნება ნახშირორჟანგი,რაც აიხსნება ვიდეოზე ნაჩვენები უამრავი ბუშტუკით რობოტი თევზის ირგვლივ.
შემქმნელების თქმით,რობოტის მასობრივი წარმოების დროს მისი ღირებულება არ იქნება მაღალი,მაგრამ არსებობს ერთი პრობლემა – კვების წყარო.იმისათვის რომ მსგავსმა რობოტმა შეძლოს 24 საათი მუშაობა დამოუკიდებლად აუცილებელია აკუმულატორები ან სხვა დიდი მოცულობის ენერგიის წყარო,ვიდრე დღევანდელი ლითი-იონური აკუმულატორი.რობოტის ახალ ვერსიას (ნახშირორჟანგის გარეშე) ექნება დამოუკიდებლობა 30 წუთის ხანგრძლივობით.

ინფორმაციის წყარო: http://www.km.ru/science-tech/2014/03/14/robototekhnika/734685-razrabotan-myagkii-robot-ryba-dlya-izucheniya-okeana

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?