ბეჭედი Logbar Ring

2015 წლის დასაწყისში სან-კარლოსში, კალიფორნიაში დაფუძნებულმა Logbar -ის კომპანიამ Kickstarter -ის კამპანიაში დაიწყო ფულის ჩადება რათა $250,000 ით გაეზარდა თავისი პროდუქციისგან ,Ring Wearable Tech-ისგან მიღებული შემოსავალი.

გლობალურ ასპარეზზე ყოფნის დროს, აქსესუარებმა გადააჭარბეს თავდაპირველ მიზანს და 5,161 მხარდამჭერის მეშვეობით მოაგროვეს $880,998 დოლარი. როგორც უკვე ავღნიშნეთ, ბეჭედი საშუალებას აძლევს მის მატარებელს გამოიყენოს ჟესტები რათა გააკონტროლოს ყველაფერი დაწყებული ტექსტის ბეჭდვიდან დამთავრებული საყოფაცხოვრებო ტექნიკით. როგორც მოსალოდნელია, ეს პროდუქტი შეთავსებადი იქნება iOS-თან,, Android-სა და Windows Phoneთან (რომელიც მალე გამოვა). ის ასევე შეთავსებადი იქნება Google სათვალესა და ჭკვიან საათთან, განსაკუთრებით როგორიცაა Pebble.

Logbar-ring2
როდესაც ბეჭედს საჩვენებელ თითზე ატარებთ, თქვენ უბრალოდ ეხებით სენსორს და შემდეგ Bluetooth Low Energy (BLE) -ის გამოყენებით თითით პატარა მონახაზებს აკეთებთ. ეს მოწყობილობა თავისი შთამბეჭდავი ფუნქციონირებით ერთგვარად საზღვრებს სცდება თუმცა არსებობს SDK iPhone-სა და Android – ის დეველოპერებისათვის რომელთაც შეუძლიათ ნებისმიერი სახის ფუნქციების დამატება და შექმნა.

სამწუხაროდ კრიტიკოსები არ წყვეტენ შეტევებს ამ პროდუქციაზე. აზიის Tech-ის განცხადებით, მომხმარებლებმა დასრულებული პროდუქცია მიიღეს ოქტომბერში ნაცვლად ივლისისა, რომელიც მწარმოებლების დაპირებული დრო იყო. ამან გააჩინა ერთგვარი ეჭვი და ზოგმა თანხის დაბრუნებაც კი მოითხოვა მანამ, სანამ თავის ბეჭედს ნახავდა.

Gizmodo არის კომპანია რომელმაც თავისი ეჭვები თავიდანვე გამოთქვა ბეჭდის შესახებ, ბეჭედი გამოიყენა როგორც მაგალითი, თუ რატომ არ შეიძლება Kickstarterის ვიდეოების ნდობა. ბოლო ვიდეოში კი რომელის YouTubeზე იყო ატვირთული, Snazzy Labs -მა ბეჭედს ” ყველაზე საშინელი პროდუქტი” უწოდა, რომელიც კი ოდესმე შექმნილა.

(https://www.youtube.com/watch?v=nBUWxROnqwA) Yoshida-მ აღნიშნა, რომ კრიტიკა პროგრესისათვის აუცილებელია და რომ ყველა ” მოძულე” ბეჭედს არასწორად იყენებს. მან ასევე განაცხადა, რომ ” როდესაც პირველად სცადეთ კლავიატურის გამოყენება, თქვენ გიწევდათ ყოველი ღილაკის მოძებნა, შემდგომ კი მიეჩვიეთ და უკვე დახედვის გარეშე შეძელით ბეჭდვა.

ბეჭდის შემთხვევაშიც ასევეა. მის გამოსაყენებლად პრაქტიკაა საჭირო. და ვაცნობიერებთ, რომ საჭიროა უფრო მეტი ინფორმაცია გამოვაქვეყნოთ თუ როგორ გამოვიყენოთ ბეჭედი სწორად. რთულია ამის სიტყვებით ან მხოლოდ ვიდეოთი ახსნა. ვისურვებდი შემეძლოს ხალხს პირისპირ ვაჩვენო თუ როგორ გამოვიყენოთ იგი სწორად.” Yoshida-მ განაცხადა, რომ მისი გუნდი აქტიურად მუშაობს რათა ბეჭდის აპლიკაციების განახლება ყოველკვირეულად მოხდეს. ” ოთხი თვე საკმაოდ მცირე დრო იყო და ჩვენ უნდა ავჩქარებულიყავით.

მრავალი გაუთვალისწინებელი და მოულოდნელი სირთულე წარმოიშვა, თუმცა ეს hardware-ის ბუნებრივი მახასიათებელია. hardware საკმაოდ რთულია, თუმცა მრავალ ისეთ შესაძლებლობას გვთავაზობს, რომელსაც ონლაინსერვისები( web services ) და standalone აპლიკაციები ვერ მიაღწევენ. თუ წარმატებას მივაღწევთ, უზარმაზარი პოტენციალი გველის წინ”.

სტატია მოამზადა: გიორგი ხუცურაული

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?