Google-მა პირველად დააყენა მაღალ სიჩქარიანი Wi-Fi ქსელი, უგანდას დედაქალაქ კამპალაში. როგორც ნაწილი პროექტის გაფართოების ხელმისაწვდომი მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი. კომპანიამ, ხელმისაწვდომი გახადა ადგილობრივი ინტერნეტის პროვაიდერებისთვის, მაღალ სიჩქარიანი ინტერნეტი მიაწოდონ საკუთარ მომხარებელს.
ვებ გიგანიტის განცხადებით, დღეს-დღეისობით უგანდაში მაღალ სიჩქარიანი,უკაბელო ინტერნეტით სარგებლობა შესაძლებელია 120 ადგილას კამპალაში. ოფიციალურმა სტატისტიკამ აჩვენა, რომ უგანდაში 8.5 მილიონი ინტერნეტის მომხარებელია, რომელიც 23% შეადგენს ქვეყნის მოსახლეობას._87024929_africa4gdatapiccapture

 Google იმედოვნებს, რომ დედაქალაქში ინტერნეტის გაუმჯობესება, ადგილობრივ სატელეკომუნიკაციო კომპანიებს ხელს შეუწყობს, რომ შესთავაზონ საკუთარ მომხარებელს თავიანთი პროდუქცია სწრაფად და იაფად. კომპანიის მონაცემებით, ერთ დღეში ინტერნეტის შეუზღუდავი მიწოდება, ეღირება 1000 შილნგი ($ 0.30, £ 0.20,₾0.72 ).
კრიტიკოსების აზრით, ძალიან კარგი იქნებოდა თუ ფოკუზირებას გააკეთებდნენ უგანდას სხვადასხვა სოფლებში, სადაც მაღალ სიჩქარიანი ინტერნეტი ძალიან შეზღუდულია და თითქმის არც არის.

 

 

დღეს-დღეობით  Google გეგმავს, რომ გააფართოვოს საკუთარი პროექტი და უგანდუს შემდეგ, ისინი აპირებენ, რომ მაღალ სიჩქარიანი ინტერნეტი ეხლა უკვე განის რამოდენიმე ქალაქში შეიყვანოს, კერძოდ აკრაში,ტემასა და კუმასიში.

ავტორი : ლადო დემურაძე
წყარო: BBC.com