XXI საუკუნეში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ავტომობილმა და ზოგადად ავტომობილთა განვითარების თემამ. ეს სახალხო თუ ზოგადსაკაცობრიო ტენდენცია ყურადღების მიღმა არ დარჩენილა მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციებისა და ფირმებისათვის. კერძოდ, ამჯერად ყურადღების შეჩერება ღირს კომპიუტერული ტექნოლოგიების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და წამყვანი კომპანიის – “NVIDIA”-ს მიღწევებზე.

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ როგორც მოგეხსენებათ, “NVIDIA”-მ სახელი გაითქვა ვიდეო აპარატურული მოწყობილობების, ძირითადად ვიდეო ბარათების შექმნითა და განვითარებით. აღნიშნულმა განვითარებამ საკმაოდ მოკლე პერიოდში მნიშვნელოვანი პროგრესი და წინსვლა განიცადა. დღესდღეობით ეს წარმატება უშუალოდ პერსონალური კომპიუტერების, სათამაშო მოწყობილობების, ლეპტოპების ჩარჩოებს ნელ-ნელა ცდება. ამის ნათელი მაგალითი და მკაფიო დასტურია ის მიღწევა, რასაც ქვემოთ ორიოდე სიტყვით შევეხებით. ეს ნამუშევარი წარმოადგენს აშკარა საფუძველს კიდევ უფრო მეტი ტექნოლოგიური წინსვლისა. ახლა კი განვაგრძოთ საუბარი ავტომობილებისა და “NVIDIA”-ს კავშირზე…

ყოველი წლის იანვარში, მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები მონაწილეობას იღებენ “Consumer Electronics Show”-ზე, რომელიც იმართება ამერიკაში, კერძოდ ლას ვეგასში – ნევადაში. აქ წარმოჩინდება შესაძლო პროდუქტთა სია, რომლის გამოშვებას ან დამუშავებას აპირებს რომელიმე კომპანია. მოგვიანებით ხდება შეფასება ამ იდეისა და სტიმულის გენერირება. აღნიშნული შეხვედრა არაა გახსნილი საჯაროდ. თუმცა განხილული საკითხების უმრავლესობა საზოგადოებისთვის მალევე ხდება ცნობილი. წლევანდელი შემთხვევაც არ ყოფილა გამონაკლისი.

“Nvidia”-მ ზუსტად “CES” შეხვედრაზე გამოაქვეყნა საკუთარი ხელოვნურად დანერგილი გონიერი სუპერკომპიუტერი, რომელიც ჩამონტაჟებულია ავტომობილში. დიახ, თქვენ არ მოგესმათ, ნამდვილად ისე ჩანს თითქოს ამ კომპიუტერს ძალუძს გადააქციოს ნებისმიერი ავტომანქანა გამოსათვლელ ან გამომთვლელ ელექტროსადგურად და ეს ნამდვილად არ გახლავთ ილუზია იმის გათვალისწინებით, რომ ამ კომპიუტერს ძალუძს 24 ტრილიონი ღრმა და კომპლექსური ოპერაციის შესრულება ყოველ წამში.

ახალი კომპიუტერი, რომელსაც დაერქვა “დრაივ პე-იქს-2” (“Drive PX 2”), ნაგულისხმევია, რომ იყოს დაახლოებით ლანჩის კონტეინერის ტოლი მოცულობაში და შეუძლია იმდენი გამოთვლისა და გათვლების განხორციელება, რასაც 150 მაკბუკ პრო შეძლებდა – აღინიშნა პრესს კონფერენციაზე. განცხადების მეორე ნაწილში ამ ვარაუდის დასტურად მოყვანილ იქნა ფაქტი, რომ ამ კომპიუტერს ზურგს უმაგრებს 2 ტეგრა პროცესორი (“Tegra Processor”) და 2 განცალკევებული გრაფიკული გამოთვლის ერთეული (GPU). კომპიუტერს ასევე მიაკუთვნებენ შესაძლებლობას შთანთქოს ყველანაირი ინფორმაცია გარშემო მყოფი 12 ვიდეო კამერიდან, სენსორული შორიდან მართვადი სინათლის ტექნოლოგიებიდან, რომელთაც ლიდარები ჰქვია (Lidar), რადარებიდან და ზებგერითი სენსორებიდან. ამის შემდგომ ის ამუშავებს ინფორმაციის წყაროს, საკუთრივ ინფორმაციას და ამ პროცესის განმავლობაში, შედეგად გარეთა სამყაროს აღქმას იწყებს…

ავტომობილის კომპიუტერი

რეზულტატად ვღებულობთ ჩვენთვის უკვე ნაცნობ ფაქტს, რომ ჩვენ სუპერკომპიუტერი 24 ტრილიონ ღრმა შესწავლით ოპერაციას ასრულებს 1 წამში. როგორც “Tech Crunch” იუწყება CES-ის შეხვედრიდან, რეალურად ეს სტატისტიკური მონაცემი ნიშნავს იმას, რომ კომპიუტერს შეუძლია მიახლოებით 2,800 სურათის პროცესირება, დამუშავება 1 წამში ეგრეთ წოდებული ”ნერვული”(Neural) ქსელური ბაზის ალგორითმის გამოყენებით. ეს საკმარისი უნდა იყოს წესით და რიგით, იმისათვის, რომ მანქანამ ორიენტაცია დამოუკიდებლად შეძლოს აკურატულად და სწორად სამყაროში, დაგეგმოს მარშრუტები და გზები, გამოიძიოს შესაძლებლობები და მიხვდეს, თუ რა უნდა გააკეთოს და როგორ უნდა გაუმკლავდეს ყოველდღიუდ გზის ბუნებრივ კატასტროფებს, რისკებს, ამინდს, ცუდ მძღოლებს, თავზეხელაღებულ ველოსიპედისტებს, ან უბრალოდ ნამტვრევებს… ეს ყველაფერი კი საბოლოოდ, ყველაზე რთულად გადასაჭრელი პრობლემების ნაწილია, რომელთა გადაწყვეტაც მოუწევს საბოლოოდ ავტონომიურად მომუშავე მანქანებს…

კომპიუტერ-ძრავი

ავტომობილების მწარმოებელმა ლეგენდარულმა კომპანია ვოლვომ უკვე განაცხადა, რომ მზადაა ახალი სუპერკომპიუტერების ტესტირებისთვის. ამისათვის ის გამოიყენებს ახალი XC90 SUV მოდელებიდან 100 ეკზემპლარს. საკუთრივ ავტომობილთა აღნიშნული მოდელი კი მომდევნო წელს გახდება ხელმისაწვდომი…

გიორგი გოგოლაძე

წყარო