გადაიღე მოძრავი საგნის 3D სურათი წამზე ნაკლებ დროში

3D სკანერის გაკეთება ისეთივე ადვილია, როგორიც სურათის გადაღებაა. უახლესი Scanify 3D სკანერი Fuel3D-მა საზოგადოებას წარუდგინა CES -ზე, 2015 წელს. ეს არის ხელის ე.წ. დაუმიზნე და გადაიღე 3D სკანერი რომელიც ასკანირებს სხეულს წამზე ნაკლებ დროში.
Fuel3Dის თანახმად, Scanify არის მსოფლიოში პირველი 3D სკანერი რომელიც აერთიანებს წინასწარ შერჩეულ სტერეო კამერას ფოტომეტრული გრაფიკით, რომელიც წამის მეასედში იღებს 3D სურათს. დემოს თანახმა, 3D სკანირება ძალიან ჰგავს ციფრული კამერით სურათის გადაღებას. მიუხედავად ამისა, Scanify საკმაოდ განსხვავდება კამერისაგან.ის ფორმით წააგავს ვიდეო თამაშის მბრუნავ საჭეს.

maxresdefault (1)

ამ ბორბალზე დამაგრებულია კამერის ორი ლინზა და სამი სენსორი რათა გაზომოს და გადაიღოს საგნის 3D გამოსახულება 2D-ს ნაცვლად. ამ მიზეზის გამო, ერთი სკანირების დროს მას შეუძლია გადაიღოს გამოსახულების წინა მხარე და არა უკანა. თუმცა მისი დადებითი მხარეა, რომ შეგიძლიათ გადაიღოთ ნებისმიერი საგანი და არა მხოლოდ ის, რომელიც სკანერის პლატფორმაზე ეტევა და ეს განასხვავებს მას ტრადიციული 3D სკანერებისაგან. ამას ემატება ისიც, რომ Scanify შეუძლია გადაიღოს 3D გამოსახულება რომელიც არაა უძრავი. თქვენ გჭირდებათ პატარა სამიზნე მოწყობილობის სამიზნეს ქვეშ რათა დაამყაროთ 3D baseline-ი.
Fuel3D-ის განცხადებით, Scanify-ს შეუძლია დააფიქსიროს ფერი დაახლოებით 350 მიკრონი (0.35mm) სიზუსტით. დემო ვერისაზე დაყრდნობით, 3D სურათს აქვს შესანიშნავი დეტალურობა მსგავსად ჩვეულებრივი ციფრული კამერით გადაღებულისა. Scanify-ს სჭირდება წამზე ნაკლები სურათის გადასაღებად, გამოსახულებას სჭირდება რომ Fuel3D Studio software-ის მიერ დამუშავდეს სანამ საბოლოო 3D სურათს მივიღებთ.ამ პროცესს სჭირდება 30 წამიდან რამოდენიმე წუთამდე, დამოკიდებულია ობიექტზე. ეს ფაილი შემდგომ შეიძლება გადატანილი იქნას ფაილის სამ გავრცელებულ ფორმატში STL, OBJ ან PLY, რომლებიც შემდგომ შეიძლება გამოვიენოთ ნებისმიერ სამომხმარებლო კლასის 3D პრინტერთან და ბაზარზე არსებულ 3D დამუშავების პროგრამული უზრუნველყოფის აპლიკაციების უმეტესობასთან. მათ შორისაა მაღალი დონის პაკეტები ისეთი კომპანიებისაგან, როგორიცაა Autodesk, open-source და Meshlab.
Scanify 3D სკანერი ხელმისაწვდომი იქნება $1,490 (£950, AUD $1,820)-ად და მისი ტრანსპორტირება შესაძლებელი იქნება წლის მეორე მეოთხედში.

 

სტატია მოამზადა: გიორგი ხუცურაული

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?