
ფრენის დროს ინტერნეტთან წვდომა მართლაც ფუფუნებაა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში საკმაოდ უხარისხო, რადგან ერთ-ერთი ყველაზე ნელი წვდომაა ინტერნეტ სივრცესთან.
ავიაკომპანიები ბლოკავენ გარკვეული ტიპის სერვისებსა თუ საიტებს. მაგალითად როგორიცაა Netflix , Youtube და საიტებს რომლებსაც საშუალო ან შედარებით დიდი მოცულობის ტრაფიკი ჭირდება. ხშირ შემთხვევაში წვდომა შეზღუდულია email, tweeting და სხვა მსგავს სერვისებთან. მაგრამ , ViaSat-თან ახალი შეთანხმების თანახმად Virgin America-ს მომხმარებელს გაუმჯობესებული პაკეტი ელის.
მათ შორის ვიდეო და აუდიო streaming_ის საშუალებაც ექნებათ ფრენისას. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, მომხმარებელი ისეთივე ხარისხის ინტერნეტით სარგებლობას შეძლებს ბორტზე, როგორსაც სახლში იყენებს.
ახალი შესაძლებლობები ექნება 10 ახალ, A320 თვითმფრინავს, რომელსაც Virgin America სექტემბრის დასაწყისში მიიღებს. პირველი საცდელი ფრენა შესრულდება 2016 წლის დასაწყისში Hawaii_ის მიმართულებით. ფრენისას მგზავრები შეძლებენ უფასოდ გამოიყენონ ინტერნეტი. გაუმჯობესებული სერვისი, გამოიყენებს Ka თანამგზავრს, რაც უზრუნველყოფს 30 ჯერ უფრო სწრაფ კავშირს, ვიდრე ATG თანამგზავრი, რომელსაც არსებული ავიაკომპანიების უმეტესობა იყენებს. განაცხადა CNBC_სთან ინტერვიში David Cush_მა, Virgin America_ს აღმასრულებელმა დირექტორმა.
თემაზე მუშაობდა: გიორგი ახალაია
წყარო: The Verge
HAVE SOMETHING TO SAY?
You must be logged in to post a comment.