სინათლით ხატვა 3D პრინტერების გამოყენებით

მხატვრებმა ეკაგრატ სინგჰ კალსიმ და დანიელ კანოგარმა , აღმოაჩინეს თუ როგორ უნდა დავხატოთ სინათლით 3D პრინტერის გამოყენებით . ამ რევოლუციურმა აღმოჩენამ დაამატა ახალი განზომილება შედარებით კარგად დამკვირდრებულ სინათლით ხატვის პრაქტიკაში . მათი პროექტები იმით განსხვავდებიან ერთმანეთისგან , რომ იყენებენ 3D დაბეჭდვის სხვადასხვა პროგრამებს , იმისათვის რომ მიიღონ სასურველი შედეგი, მაგრამ ორივეს ნაშრომი თანაბრად შთამბეჭდავია.

კალსის ნაშრომში აგებულია უფრო ნაცნობი 3D ბეჭდვის პრაქტიკა, სინათლის ,,გაჭრა’’ მცურავი პორტრეტის მისაღებად. ასეთი ნამუშევრის შექმნის პროცესი , დაკვირვების დროს ,გავს ჰოლოგრამის ერთ-ერთი ხაზის შექმნას. ამ ყველაფერს უფრო კარგად დავინახავთ ერთ-ერთ საიტზე კალსის მიერ დადებულ ვიდეოში, მან ახსნა რომ, ეს პორტრეტი იყო შექმნილი ,,მსუბუქი დიოდური ასხივებით ,მიმაგრებული 3D პრინტერთან. ყველზე საინტერესო ასპექტი კალსის ნამუშევარში არის ის რომ, ადამიანის თვალს არ შეუძლია დაინახოს როგორ ხდება პორტრეტის შექმნა, მაგრამ კამერას შეუძლია და შედეგი საკმაოდ გასაოცარია.

proyectos-2010-09_travesias-travesias01_g

მეორე მხრივ, კანოგარის ნამუშევარი ქმნის ,,სკულპტურულ LED ეკრანებს LED ფილების გამოყენებით, სპეციალურად დამზადებული ამ პროექტისათვის “. ვინაიდან LED ფილები არიან ძალიან მოქნილნი, მან შეძლო ეკრანების დაღუნვა და გადახრა ,, რთულ ფორმებში ‘’ , რაც იწვევს მაყურებელთა ინტერესს , შეისწავლონ ისინი სხვადასხვა კუთხიდან.
კარგია , რომ ხდება ტექნოლოგიათა და ხელოვნების გადაკვეთა და ასეთი საინტერესო შედეგები გამოდის გადაკვეთის შედეგად.

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?