Nixie – პირადი ფოტოგრაფი

დრონებს ბოლო წლებია აქტიურად ვხვდებით ყველგან. მათი მწარმოებლებიც ავითარებენ ამ პატარა მფრინავ მოწყობილობებს და სულ უფრო მეტ საქმეს, რომელსაც აქამდე უშუალოდ ადამიანი ასრულებდა, უთავსებენ.
Nixie არის პატარა კამერით აღჭურვილი მომცრო ზომის დრონი, რომელიც შეგიძლიათ მაჯაზე დაიმაგროთ. ფრენა მისი წინასწარ დაპროგრამებული რეჟიმია, რომლის დროსაც იღებს ფოტოს ან ვიდეოს და ბრუნდება მფლობელთან.

მისი კამერა იღებს 1080p HD ფოტოს და ვიდეოს, რომლებსაც ავტომატურად ინახავს თქვენს სმარტფონში. Nixie-ს განვითარებაზე მისი შემქმნელები აქტიურად მუშაობენ და 2014 წელს მის ახალ ვერსიას დაემატა ფოტოს მეშვეობით მფლობელის იდენტიფიცირების ფუნქცია. პროექტის მიზანი დასაწყისშივე იყო, შექმნილიყო მსუბუქი, პორტატული და მოსახერხებელი დრონი, რომელსაც ადამიანები პირად ფოტოგრაფად გამოიყენებდნენ.

nx

მედიამ Nixie-ს უკვე უწოდა სელფის დრონი, თუმცა დეველოპერებისგან ხაზგასმით აღინიშნა, რომ მას ვიდეოს გადაღებაც შეუძლია.
Nixie-ს აქვს გადაღების ოთხი რეჟიმი. სენსორები, რომლებიც ახდენენ მოძრაობის პროგნოზირებას, იყენებენ ალგორითმებს რათა Nixie-ს მფლობელმა შეძლოს ერთ-ერთის არჩევა ოთხი რეჟიმიდან, ფოტოსა და ვიდეოს გადაღების დროს.

რეჟიმები:
ბუმერანგის რეჟიმი – დრონი მიფრინავს მფლობელისგან მოშორებით, უღებს ფოტოს და უკან უბრუნდება მას.
პანორამის რეჟიმი – დრონი იღებს ფოტოებს, რომ შეავსოს 360°.
„გამომყევი მე“-ს (Follow me) რეჟიმი – ესაა კამერა მესამე პირის ხედით.
„დაკვირვების“ (hover) რეჟიმი – ეს გამოიყენება „Jib“ გადაღებისთვის და ის იმართება სმარტფონის საშუალებით.

„jib“ გადაღების მეთოდი.

jib

იხილეთ ვიდეო რგოლი, სადაც კარგადაა ნაჩვენები Nixie-ს შესაძლებლობები

ავტორი: ირაკლი კვაჭანტირაძე
წყარო: makezine.com
wikipedia.org

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?