Twitter-მა დღეს ოფიციალურად გამოუშვა ახალი მობილური აპლიკაცია, რეკლამის მენეჯერი რომელიც საშუალებას აძლევს Twitter-ის სმარტფონის მომხმარებელს თვალყური ადევნონ მათი სარეკლამო კამპანიის წარმოებას, მათ შორის შთაბეჭდილებას, ჩართულაბას, დანახარჯებს, ჩართულობის მაჩვენებელს, თითოელი ჩართულობის ღირებულებას. ახლახან დაამატეს ეს ღილაკი და გამოცხადდა ოფიციალურად კომპანიის მიერ, რის დამატებითაც ყველა არ დარჩენილა კმაყოფილი.

twitter-advertising1

ახალი ღილაკი გამოჩნდა iPhone 6 მობულურის მომხმარებლებთან, Twitter-ის პირად გვერდზე Setting სიმბოლოს შემდეგ, iPhone 5-ის მომხმაერებლები ჯერ უნდა შევიდნენ gear და შემდეგ Twitter Ads. ანდროიდის მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ ჰქონდეთ წვდომა Twitter Ads-თან Setting-ის გამოყენებით-აცხადებს კომპანია.

ფუნქცია, შექმნილია მობილური გამოყენებისთვის, შეუჩერებს უფლებას მომხმარებლებს, რომ აწარმოოს სარეკლამო კამპანია თავიანთი სმარტფონებიდან. ამის ნაცვლად, პირველად სარეკლამო კამპანია უნდა დაიწყოს ვებ-გვერდზე დესკტოპისა და ლეპტოპის გამოყენებით. ეს არის განსხვავებული გზა ვიდრე Facebook-ი, რომელმაც ახლახანს გამოუშვა Facebook სარეკლამო მენეჯერ აპლიკაცია, რომელიც საშუალებას აძლევს რეკლამის შემქმნელებს თვალყური ადევნონ თავიანთ მიმდინარე სარეკლამო კამპანიას, და აგრეთვე შექმნან ახალი.

მას შემდეგ რაც შეიქმნა Twitter Ads ღილაკი, ის საშუალებას გვაძლევს სწარაფად ვნახოთ metrics შეჯამება სარეკლამო კამპანიის თვალყურის დევნებით, ან თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ რომ ნახოთ მხოლოდ კონკრეტული კამპანიის რიცხვები.

გარდა ამისა, თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ შეიტანოთ შესწორებები, ბიუჯეტში და განრიგში ამ აპლიკაციის გამოყენებით. ამბობს Twitter. თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ შეაჩეროთ, განაახლოთ ან გააფართოოთ თქვენი კამპანია.

ყველა არ დარჩა კმაყოფილი ამ ახალი ფუნქციის დამატებით, რომელიც იკავებს ადგილს პირად გვერდზე და სთავაზობს მომსახურებას, რომელიც Twitter-ის მომხმარებლის უმეტესობას არ სჭირდება.თავდაპირველად, ადამიანები ფიქრობდნენ რომ ეს იყო ანალიტიკური ფუნქცია. სხვებმა უბრალოდ დაიჩივლეს რომ მათ არ სურდათ ამ ღილაკის არსებობა. მაგრამ Twitter რეკლამის გამკეთებლებისათვის ეს ფუნქცია არის მოსახერხებელი.

ეს  ხდება მაშინ როცა კომპანია ეძებს გზებს, რომ გააუმჯებესოს მომხმარებლის ბაზა, რომელიც ჯერ კიდევ არაა სრაფად მზარდი. თუმცა,არ არის გასაკვირი რომ ვხედავთ Twitter-ის ახალ მობილურ სარეკლამო ფუნქციას. კომპანიამ ახლახანს გაავრცელა ინფორმაცია რომ მობილური რეკლამა იყო 89 პროცენტი მისი მთლიანი სარეკლამო შემოსავლის, რომელიც ჯამში $388 მილიონს უდრიდა.

ავტორი: ირაკლი მჟავანაძე

წყარო: www.smallbiztrends.com/tag/twitter