ხშირად გაგვჩენია სურვილი, რომ დაგვეხატა ის, რასაც წარმოვიდგენდით. რეალობად გვექცია ჩვენი ფანტაზია, დაგვეწერა ან დაგვეხატა ქაღალდის გარეშე.დღეს ეს შესაძლებელია LIX 3D კალამის საშუალებით.

imgres1

შესაძლოა ის გახდეს მხატვრობაში ახალი მიმდინარეობის ჩამოყალიბების მიზეზი.საუკუნეების წინ ვერავინ იოცნებებდა ასეთ ხელსაწყოზე, რომელიც ფრთებს შეასხამდა მათ ოცნებებს. სავარაუდოდ , ლეონარდო და ვინჩიც კი ვერ წარმოიდგენდა, რომ გავიდოდა დრო და შეიქმნებოდა ახალი რევოლუციური კალამი,რომელიც ქაღალდის გარეშე შექმნიდა შედევრებს.
ეს კომპაქტური კალამი გვაძლევს საშუალებას გამოვავლინოთ ჩვენი კრეატიულობა.ის სთავაზობს ჩვენს ფანტაზიას ახალ საფეხურებს. მისი წყალობით ჩვენ შეგვიძლია შევასრულოთ ნახატები ჰაერში და ის გამოსაყენებლად ძალიან კომფორტულია.
კითხვაზე თუ რა არის LIX 3D კალამი, მარტივად შეგვიძლია ვუპასუხოთ. არსებითად, LIX არის პროფესიონალური სამუშაო იარაღი, რომელიც იძლევა საშუალებას შესრულდეს ესკიზები, ნახატები და რაც მთავარია ქაღალდის გარეშე.

images2

ამ კალამის წყალობით ადამიანს შეუძლია შექმნას ყველაფერი, უმცირესიდან უდიდესამდე, დეტალებიდან პროტოტიპებამდე. LIX 3D კალამს იგივე ფუნქციები აქვს, რაც 3D პრინტერს. ნივთიერება,რომელიც კალამშია მოთავსებული დნება, გადმოდის კალმიდან,შემდეგ ცივდება პლასტიკატი, რის შემდეგაც იქმნება მტკიცე სტრუქტურები.. პლასტიკური ვარვარის ძაფი ABS/PLA თავსდება კალამში ხოლო მოძრაობის საშუალებით საბოლოოდ მიაღწევს ცხელ თავკს , რომელიც მას ადნობს. ამ კალამის თავაკი ცხელდება დაახლოებით 200 გრადუს ცელსიუსამდე ,რისთვისაც ენერგიას იღებს USB პორტისგან.ასე რომ, სადაც არ უნდა წახვიდეთ, თუნდაც სხვა ქვეყანაში, ეს პრობლემას არ შეგიქმნით და შეძლებთ თქვენი კალმის გამოყენებას.
მას სხვა 3D კალმებთან შედარებით რამდენიმე უპირატესობა აქვს. ეს არის მომავლის პროდუქტი. სხვა ბრენდებთან შედარებით იგი უფრო პატარა ზომისაა.მისი ზომა 16,5 სანტიმეტრია და მხოლოდ 40 გრამს იწონის. ფასი კი 140 დოლარია.

images3

დოლარია. ერთი შეხებაა საკმარისი, იმისთვსი რომ მომხმარებელმა შენიშნოს მისი კომფორტულობა.
LIX კალმებს ასევე აქვთ მიმიზდველი დიზაინი. იგი დამზადებულია ლითონისაგან და წარმოდგენილია ტენდენციურ ფერებში – შავსა და ნაცრისფერში. კალამი შეგვიძლია გამოვიყენოთ მოდური სამოსის, დეკორატიული ნივთების, აქსესუარების (ყელსაბამი, ბეჭედი და ა.შ.) შესაქმნელად.

images4

LIX 3D კალამი აძლევს შესაძლებობლობას ადამიანებს განახორციელონ, რეალურ სამყაროში გადმოიტანონ თავიანთი ფანტაზია. შექმნან არაჩვეულებრივი შედევრები და ეს ყველაფერი გააკეთონ ქაღალდის გამოუყენებლად.

დავით კალანდაძე