Cubesensors არის სხვადასხვა სენსორების ერთობლიობა. მისი მთავარი დანიშნულებაა, რომ ადამიანებმა სახლებში უფრო ჯანმრთელად და კომფორტულად იგრძნონ თავი. CubeSensor არის სენსორული მოწყობილობა, რომელიც გარე ფაქტორებს შეისწავლის და გვაძლევს რჩევას თუ როგორ უნდა გავიუმჯობესოთ გარემო ჯანსაღი ცხოვრებისთვის.

cubesensors-xl

Cubesensors- შედგება ორი კომპონენტისგან ეს არის თვითონ კუბი და ბაზა. ბაზა კუბიდან იღებს ინფორმაციას და ინტერნეტით უკავშირდება როუტერს. ის ყოვლთვის ჩართული უნდა იყოს დენში, ხოლო კუბი კი აკუმლატორზე მუშაობს, რომელიც Mini USB პორტიდან იტენება. მისი მუშაობის ხანგრძლივობა 1-დან 2 თვემდეა.

ds

CubeSensors-ს შეუძლია ოთახში კონტროლი გაუწიოს ტემპერატურას, წნევას, ტენიანობას, სინათლეს, ხმაურს და ჰაერის ხარისხს. მაგალითად, თუ თქვენ იმყოფებით ოთახში, სადაც ტემპერატურა დაბალია და ჯანმრთელობისთვის საზიანოა CubeSensors მოგცემთ რჩევას თუ რამდენი გრადუსით უნდა აუწიოთ თქვენს კონდიციონერს. ასევე CubeSensors ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ადამიანებისთვის რომელთაც აწუხებთ ალერგია. კუბი იდიალურად უზრუნველყოფს სახლში ჰაერის სისუფთავეს და CO2-ის რაოდენობას.

anatomy_of_cubesensors2

კუბი სახლში არა სასურველ მდგომარეობას გვამცნობს მისი ნათების მეშვეობით. თუ ის ლურჯად ანათებს სახლში ყველაფერი იდიალურად არის ხოლო თუ წითლად ამ შემთხვევაში სახლის სიჯანსაღე დარღვეულია.

CubeSensors-red-blue

გარდა ამისა, CubeSensors-ის მობილური აპლიკაციით შეგვიძლია ვნახოთ თუ რა არის იმ კონკრეტულ ოთახში გამოსასწორებელი. რაც ძალიან კომფორტული და მოსახერხებელია.

j7zgmcwasuc0h2xnci0n
awd

კუბების შეძენა შეგიძლიათ იმის მიხედვით თუ რამდენი გჭირდებათ თქვენი სახლის იდიალურად მართვისათვის. არის 2, 4 და 6 კუბიანი პაკეტები, ყველა პაკეტი აღჭურვილია თითო ბაზით და ტელეფონის აპლიკაციით. ფასები კი შესაბამისია 300$, 450$ და 600$, ხოლო დამატებით თუ გენდომებათ ერთი კუბის შეძენა 100$ დაგიჯდებათ.

დავით კალანდაძე