ფილმი “უკან მომავალში” ბევრჯერ გამხდარა კომპანიებისა თუ ადამიანების შთაგონების წყარო. სწორედ ასე მოხდა ახლაც, როდესაც ამერიკულმა ცომპანია Arx PaX-მა გადაწყვიტა 500 000 დოლარით დაეფინანსებია ჰენდერსონი და მისი გუნდი რათა მათ შეექმნათ მოლივლივე დაფა, რომელიც შემდგომში სკეიტბორდს ჩაანაცვლებდა.

untitled123

თუმცა ისეთი მოლივლივე დაფის შექმნა როგორიც “უკან მომავალში” არის ეს მარტო სკეიტბორდის ჩასანაცვლებელი დაფა არ იქნებოდა, ასეთი დაფის შექმნა მართლაც დიდი მოვლენა იქნებოდა მეცნიერებაში. მაგრამ ჰენდერსონისა და მისი გუნდის გარდა არავინ იყო დარწმუნებული იმაში რომ ამ იდეიის განხორცილებას შეძლებდნენ და დასაბას დაუდებდნენ მოლივლივე დაფის შექმნას. თუმცა მაღალეფექტური ტექნოლოგიები მათი წარმატების საწინდარი გახდა და ჰენდერსონის გუნდამა მოახერხა მსოფლიოში პირველი სრულყოფილი მოლივლივე დაფის შექმნა, რომელსაც Hendo Hoverboard უწოდეს.

images2

images3images4refsuntitled

მაგიური ელემენტი ამ დაფის არის მის ქვედა ნაწილზე დამაგრებული 4 მბრუნავი დისკის ფორმის ძრავები. ეს ძრავები ასტიმულირებს საპირისპირო მაგნიტური ველების წარმოქმნას, რომლის საშუალებითაც ის უზრუნველყოფს მის ჰაერში აწევას. მაგნიტები, რომლებიც “Hendo”-ზე არის დამაგრებული ქმნის ელექტრულ ველს, რმომელიც სტაბილურდება იმის მიხედვით თუ როგორ ზედაპირზე მოძრაობს დაფა.

images5

ყველაფერი როგორც ერთი შეხედვით ჩანს არც ისე მარტივად არის, მაგრამ მთავარია მეცნიერები იმის შექმნას ახერხებენ რაც აქამდე მხოლოდ ფილმებში და ოცნებებში შეიძლებოდა გვენახა. მეცნიერები იმედოვნებენ რომ “Hendo” გაცილებით მეტია ვიდრე უბრალოდ სკეიტბორდი.

კომპანია Arx PaX ამ პროექტზე გაჩერებას არ აპირებს და ის მომავალში შექმნის უკვე ისეთ სახლს, რომელიც ჰაერში ილივლივებს და ბუნებრივი კატასტროფებისგან დაიცავს მას. როგორც “Hendo”-ს შექმნას ამასაც ბევრი სკეპტიკურად უყურებს მაგრამ “Hendo” უკვე არსებობს.

დავით კალანდაძე