iDrive – 1+1 TB Wi-Fi Hard Disk

21-ე საუკუნეში თამამად შეიძლება ითქვას რომ განვითარებული ქვეყნების მოსახლეობის უმრავლესობა აქტიურად იყენებს კომპიუტერს სმარტფონსა თუ ტაბლეტს.

ამ ტექნიკის ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში შეიძლება თქვენ დაკარგოთ დოკუმენტები, ფოტოები და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ამის მიზეზი კი შეიძლება იყოს ვირუსი, მოწყობილობის დაზიანება ან უბრალოდ შემთხვევითობა.

IDRIVE_wifi-devices

478213231

478213231

თითოეული მომხმარებლისთვის უსაფრთხოებასთან ერთად მნიშვნელოვანია დიდი ინფორმაციის საიმედოდ და სწრაფად შენახვა. შესაბამისად ისმის კითხვა როგორ უნდა შევძლოთ ამ პრობლემის გადაჭრა? გამოსავალი მარტივია. თქვენ ამას შეძლებთ iDrive-ის დახმარებით. ეს მოწყობილობა ნამდვილად მოგცემთ მშვიდად ყოფნის საშუალებას, რადგან შეძლებთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია საიმედოდ შეინახოთ. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ iDrive ნამდვილად გაგიმარტივებთ ცხოვრებას, რადგან მასთან ურთიერთობა საკმაოდ ადვილი და კომფორტულია.

idrive-logo

მისი ტევადობა 1 TB. მასზე ინფორმაციის ატვირთვა ხდება Wi-Fi-ის მეშვეობით, ასევე მას აქვს Rj 45 პორტი, სურვილის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ Ethernet კაბელის გამოყენებით ატვირთოთ ინფორმაცია, თუ თქვენ არ გაქვთ ინტერნეტთან წვდობა არც ეს არ არის პრობლემა, რაგდან მას აქვს USB 3.0 პორტი, რისი საშუალებითაც დიდი სიჩქარით შეგიძლიათ შეინახოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

idrive-wifi-600x376

რაც შეეხება უსაფრთხოებას თითოეული ატვირთვა დაცულია 256 Kb კოდირებით, რაც ნამდვილად არის თქვენი მშვიდად ყოფნის გარანტი. iDrive-ს აქვს 3000 mAh ბატარია რაც საშუალებას იძლევა ნებისმიერ ადგილას წაიღოთ იგი.

რა თქმა უნდა iDrive-ს არ აქვს SSD-ს სიჩქარე, მაგრამ მის ფასთან შედარებით იდიალურია. მისი ფასი 85$ არის. და თქვენ თუ მოგინდებათ 1 TB SSD-ს შეძენა 500$-ს გადახდა მოგიწევთ. მაგრამ თუ iDrive-ს შეიდძენთ 1 TB ტევადობის 1 წლიანი ონლაინ ბაზა მოყვება საჩუქრად თავის აპლიკაციით, რომლის გაშვება ნებისმიერ ოპერაციულ სისტემაზე შეგიძლიათ და პირდაპირი წვდომა გექნებათ თქვენს ბაზასთან.

idrive-620x465
ide_winwifi_restore

ასე რომ უკვე 2 TB SSD შესაძენად 1000 $ დაგჭირდებათ თან იმის გათვალისწინებაც არ დაგავიწყდეთ, რომ SSD ყველა მოწყობილობაზე არ მუშაობს iDrive-სგან განსხვავებით. ერთი წლის მერე თუ სურვილი გექნებათ 60 დოლარს გადაიხდით და კიდევ ერთი წლით შედძლებთ სარგებლობას

დავით კალანდაძე

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?