კომპანია HP-ის ახალი მინი კომპიუტერები

კომპანია Hewlett Packard-მა ორი ახალი მინი კომპიუტერი, Pavilion Stream და Pavilion Mini  წარადგინა, ორივე Chrome OS ოპერატიული სისტემის ბაზაზე მუშაობს, ორივეს უყენია მეოთხე თაობის intel -ის პროცესორები, ასევე მათ გააჩნიათ ორმაგი მონიტორის შესაძლებლობა.

hp-pavilion-mini-product-photos-04

 

Pavilion Mini არის უფრო ძლიერი ვერსია, განკუთვნილია ისეთი მომხმარებლისთვის ვისაც სჭირდება უფრო დიდი მეხსიერება, თუნდაც თავისი ფოტოების და ვიდეოების შენახვისათვის, მასში მოთავსებულია Intel Pentium 3558U პროცესორი, რომელიც როგორც ზემოთ ვახსენე მეოთხე თაობის Core ტექნოლოგიებს მიეკუთნება. მას ექნება 4 გეგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება და 500 გეგაბაიტიანი მყარი დისკი, კომპიუტერს ექნება მრავალფეროვანი არჩევანი I/O port-ების როგერებიცაა: Display Port, Ethernet Port, HDMI Port და ასევე ოთხი USB 3.0 პორტი.
ასევე Pavilion Mini-ის გააჩნია Bluetooth 4.0-ის მხარდაჭერა და 802.11 b / g / n Wi-Fi უკაბელო კავშირისთვის, მისი ფასი  სულ რაღაც 320 აშშ დოლარია.

qdpj7jfkbezllzc2nuzq

HP stream mini- არის შედარებით უფრო სუსტი ვერსია, მასში მოთავსებულია Intel Celeron 2957U პროცესორი, მას Pavilion Mini-გან განსხვავებით ექნება 2 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება და 32 გიგაბაიტიანი მყარი დისკი, მაგრამ მას მწარმოებლისგან საჩუქრად Microsoft’s OneDrive-ის 200 გიგაბაიტიანი ვირტუალური მეხსიერების 2 წლიანი პაკეტი მოყვება.მისი ინტერფეისი კი Pavilion Mini-ს მსგავსია. რაც შეეხება ფასს HP stream mini   180 ამერიკული დოლარია.

http://www.pcmag.com

ბექა გულიაშვილი

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?