სტივ ჯობსის გარდაცვალების შემდეგ, apple whach კომპანიის მიერ შექმნილი პირველი ახალი პროდუქტია.

Apple-Watch-88Apple Watch წარმოადგენს კომპანიის ყველაზე პერსონალურ პროდუქტს. თითოეული მომხმარებელი შეძლებს საათის გარეგნობის მორგებას და შეცვლას მრავალფეროვანი ციფერბლატების წყალობით. ეკრანზე გამოიტანთ იმ ინფორმაციას, რომელიც გაინტერესებთ ყველაზე მეტად რა თქმა უნდა, Apple Watch გვაძლევს მუსიკის მართვის, შემომავალ შეტყობინებებზე და ზარებზე (საათი გარნიტურის როლს თამაშობს) პასუხის გაცემის საშუალებას. კომპანიას არ დავიწყებია კიდევ ერთი საინტერესო ფუნქციის პრეზენტაცია, როცა თქვენ შეგიძლიათ “მიაბათ” თქვენი საათი თქვენთვის საყვარელი და ახლობელი ადამიანის საათს, რათა გამოსახულებითი (სმაილების მსგავსი) შეტყობინებებისა და თქვენი გულის ცემის მიმოცვლა შეძლოთ.

 

Apple Watch ხელმისაწვდომია 3 ვერსია:

Watch Sport-ის კოლექციის საათები დამზადებულია ანოდირებული ალუმინით. ეკრანის დაცვას Ion-X-ის მაღალი გამძლეობის შუშა უზრუნველყოფს.

 

s42si-sbwh-sel_GEO_US

 

Apple Watch Sport:

  • $349 (38-მმ ვერსია);
  • 399$ (42-მმ ვერსია).

 

 

 

 

 

 

 

watch2

Watch-ის სერიის საათები დამზადებულია პრიალა უჟანგავი ფოლადით, დისპლეი კი, დაცულია საფირის შუშის გარსით.

Apple Watch:

$549-$1 049 (38-მმ ვერსია, ფასი დამოკიდებულია სამაჯურზე);

$599-$1 099 (42-მმ ვერსია, ფასი დამოკიდებულია სამაჯურზე).

 

 

 

 

Gold-Apple-Watch

და ბოლოს, Watch Edition-ის კოლექცის საათები სპეციალურად შემუშავებული 18-კარატიანი ოქროსგან მზადდება, რომელიც ჩვეულებრივზე ორჯერ უფრო გამძლეა. მისი ეკრანი დაცულია საფირის შუშით.

    •        ფასი იწყება $10 000-დან.

Apple Watch-ის გონიერ საათში გამოყენებულია Apple S1-ის პროცესორი, სენსორული ეკრანი კი წამში 60 კადრის სიჩქარით ახლდება. გაჯეტის უკანა მხარეს განთავსებულია სპეციალური გადამცემი, რომელიც სპეციალური ფოტოდიოდებისა და ინფრაწითელი გამოსხივებით განსაზღვრავს პულსს. გაჯეტში გათვალისწინებულია უამრავი ფუნქცია, მათ შორის – მფლობელის ფიზიკური აქტივობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის გაკონტროლება.

 

https://www.apple.com/watch/apple-watch/

http://techcrunch.com/2015/06/26/messaging-and-the-apple-watch/

http://www.techradar.com/reviews/wearables/apple-watch-1264567/review

ნათია ჯაშიაშვილი