უფრო სწრაფი ინტერნეტი

მკვლევარებმა ინტერნეტის სიჩქარის გაზრდის ახალი გზა აღმოაჩინეს. ახალი მეთოდი ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელში მონაცემების გაცილებით სწრაფ გადაცემის უზრუნველყოფს. თუ ამ ტექნოლოგიამ ადაპტაცია წარმატებით გაიარა რადიკალურად გაზრდილ ინტერნეტ სიჩქარეს მივიღებთ.

Temprana-and-Alic

შეიძლება წლები დაჭირდეს ამ იდეის განხორციელებას მაგრამ შედეგი ნამდვილად ღირს ამად. განაცხადა Nikola Alic_მა, Qualcomm ინსტიტუტის მკვლევარ-მეცნიერმა.
გზა, რომელზეც მეცნიერები საუბრობენ მომგებიანი იქნება როგორც მომხმარებლებისთვის ასევე პროვაიდერებისთვისაც.

 

internet-photo-2
ინფრომაციას ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელში ყველაზე მეტად მანძილი ამახინჯებს. ანუ რაც უფრო შორს ხდება მონაცემების გადაცემა, მით უფრო დეგრადირდება ინფორმაცია. როდესაც ცდილობ მონაცემთა გადაცემის სიჩქარის გაზრდას, ენერგიის გაზრდის ხარჯზე, მაშინაც უარესდება გადაცემის ხარისხი. მეცნიერმა, Nikola Alic_მა, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, ამ თვისების გამო ბალოტს შეადარა : “რაც უფრო მეტს მოძრაობ, მით უფრო სწრაფად იძირები”.
მკვლევარების თქმით, მათ მიაგნეს გზას თუ როგორ უნდა მართო ქსელში ინფორმაციის დამახინჯება. შედარებით მარტივად, რომ ვთქვათ, როგორ უნდა გავზარდოთ მიწოდებული ენერგია მონაცემების დამახინჯების გარეშე. რაც შემდგომ შესაძლებელს გახდის repeater ს ან/და სხვადასხვა ტიპის ელექტროგენერატორების რაოდენობის შემცირებას ქსელში. Repeater_ების რაოდენობის შემცირება კი დიდ ფინანსურ ეკონომიას გაუკეთებს სერვისის მიმწოდებლებს.
ქსელში repeater_ების შესამცირებლად მეცნიერები აპირებენ ფართოარხიანი ე.წ. “frequency combs”_ების გამოყენებას. ამით ისინი აღმოაჩენენ დამახინჯებულ სიგნალს (“crosstalk”) და ისევ გარდაქმნიან საწყის მგდომარეობაში.

რეალურად მკვლევარები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ საკომუნიკაციო არხში, სიხშირეების ვარიაცია თავად წყაროშივე უნდა მოხდეს. რაც შემდეგ “crosstalk” _ბის მართვის საშუალებას იძლევა.
მეთოდი საკმაოდ წარმატებით დაიტესტა ლაბორატორიაში. 12,000 კილომეტრზე repeater_ის გარეშე გააგზავნეს მონაცემები.

google-building-44-800x400
მეცნიერების პროგნოზებით, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას რამდენიმე წელი დაჭირდება. პროვაიდერების ნაწილი წინააღმდეგიც კი იქნება. რადგან ტექნიკური მხარეც გადასახედი იქნება, რადგან არსებული სისტემები ახალ მეთოდებთან არაა თავსებადი.თუმცა მათ მოუწევთ არ ჩამორჩნენ დროს და ადრე თუ გვიან განაახლონ ინვენტარი. გიგანტი კომპანიები, როგორიცაა “Google” თავიდანვე მიხვდება ახალი მეთოდის პრიორიტეტებს და ერთ-ერთი პირველი იქნება ვინც დანერგავს ამ ტექნოლოგიებს.

თემაზე მუშაობდა: გიორგი ახალაია

წყარო : technewsworld

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?