“ჭკვიანი ფხსაცმელი”

ლიტვურმა კომპანიამ iShüu Tech_ მა შექმნა “ჭკვიანი ფეხსაცმელი”, რომელსაც “Volvorii Timeless “ უწოდა.

ეს მაღალტექნლოგიური ქამელეონი ფეხსაცმელი განკუთვნილია თქვენი ლამაზი ფეხებისთვის.

20150207183851-X-ray_render_43_JAN_29_2015

ეს გახლავთ ქალის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, რომელიც e-ink დისფლეით არის აღჭურვილი. ფეხსაცმელი ფერს და დიზაინს იცვლის სმარტფონის აპლიკაციის მეშვეობით (უახლოეს მომავალში IOS და Android_ ზეც).CAd7SqoWQAAeYlI   იმისდა მიხედვით თუ რას იცმევთ, ან როგორ განწყობაზე ხართ, თქვენ შეგიძლიათ ჩართოთ volvorii_ის ჭკვიანი პანელი და შეარჩიოთ ფერი თქვენი ფეხსაცმელისთვის.  “Volvorii Timeless “  შავ და თეთრ ფერებშია ხელმისაწვდომი. ფეხსაცმელზე განთავსებულია სპეციალური სამაგრები, სხვადასხვა აქსესუარების, ყვავილებისა და ბაფთების დასამატებლად. ის დამზადებულია ტყავისა და რეზინისაგან.

maxresdefault  მასში ინტეგრირებულია ბლუთუზ მოდული, რომელიც სმარტფონის მეშვეობით ფეხსაცმლის ფერის და დიზაინის შეცვლის საშუალებას იძლევა. მას აქვს ბატარეა, რომელიც USB პორტის მეშვეობით იტენება.

კიდევ ერთი უსადენო მოდული, რომელიც ფეხსაცმლის ძირზე არის განთავსებული, e-ink დისფლეის ჰაერში დამუხტვის საშუალებას იძლევა. მისი ელექტრონული ქაღალდი ნაკლებ ენერგიას მოიხმარს. ელემენტი ერთი დამუხტვით რამდენიმე კვირის განმავლობაში მუშაობს.

video-undefined-26FB09C800000578-979_636x358  ჭკვიანი ფეხსაცმელი ვოლვორიი ახაგაზრდა დიზაინერებისთვის განკუთვნილი კონკურსის – ლუი ვიტონ ფრაიზისთვის შეიქმნა. შემდეგ მისი პროტოტიპის რეალურ კომერციულ პროდუქტად გარდაქმნა გადაწყვიტეს.

 

წყარო: http://www.entrepreneur.com/article/244268

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?