Selfies ონლაინ ტრანზაქციებში

MasterCard სახის ამომცნობ სისტემას ნერგავს თავის მომსახურებაში. ახალი ტექნოლოგია, მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, ონლაინ გადახდისას ე.წ. selfie-ით გაიარონ ავტორიზაცია და შეასრულონ ტრანზაქციები

Mastercard უკვე ახალ პროგრამულ პაკეტზე მუშაობს, რომლითაც მომხმარებელი გადაიღებს selfie_ს და გადაიხდის მაღაზიებსა თუ ინტერნეტ სივრცეში.

los-dominios-bank-prometen-asegurar-aun-mas-las-transacciones-bancarias_001

ამჟამად Mastercard_ის მომხმარებლები იყენებენ „SecureCode“ სისტემას. რაც ტრანზაქციისას წინასწარ შერჩეული პაროლის შეყვანას მოითხოვს.
თუმცა პაროლები ხშირად ავიწყდებათ, შეიძლება გატეხონ ან თუნდაც არაკანონიერი გზით მოიპოვონ. ამიტომ ორგანიზაციები ცდილობენ შეიმუშაონ ბიომეტრული დაცვის მექანიზმები, როგორც ავტორიზაციის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ალტერნატივა.

 

 

selfie1

 

 

Mastercard_ის მომხმარებელს აპლიკაცია გადახდისას ავტორიზაციის პაროლის მაგივრად, Online Selfie_ს გადაღებას მოთხოვს. ამის შემდეგ პროგრამა სურათს გადაიყვანს 1 იანების ადა 0 იანების კომბინაციაში და გადააგზავნის MasterCard_ის სერვერზე, სადაც ბარათის მფლობელის ფოტო ინახება. თუ დაემთხვევა ფოტოები მაშინ ტრანზაქცია წარმატებით დასრულდება.

mastercard

“ჩვენ გვინდა რომ ადამიანების იდენთიფიკაცია ხდებოდეს იმის მიხედვით,რაც სინამდვილეში არიან და არა იმის მიხედვით რასაც იმახსოვრებენ“, განაცხადა MasterCard_ის აღმასრულებელმა Ajay Bhalla_მა CNN Money_სთან ინტერვიუს დროს.
„ჩვენ გვიწევს ზედმეტად ბევრი პაროლის დამახსოვრება, რაც დამატებით პრობლემებს ქმნის როგორც ბიზნესისთვის ასევე მომხმარებლებისთვის. ახალი თაობა, რომელიც selfie_ს სამყაროშია… ვფიქრობ ძალიან მოეწონებათ და აიტაცებენ.“
Mr Bhalla _მა თქვა, რომ MasterCard პასუხისმგებელია მონაცემების უსაფრთხო გადაცემასა და შენახვაზე.
ამჟამად, კომპანია 500 მომხმარებელზე ტესტავს ახალ ტექნოლოგიას და მასშტაბის გაზრდას გეგმავს წლის ბოლოსთვის. ასევე მუშაობენ ავტორიზაციის ალტერნატიულ მეთოდებზე, როგორიცაა fingerprint და voice recognition.

თემაზე მუშაობდა: გიორგი ახალაია

წყარო: telegraph

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?