Pepper-ი არის ადამინის შესახედაობის მქონდე პირველი რობოტი რომელიც შექმნა Aldebaran-მა SoftBank Mobile-სთვის (ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფიჭვური ქსელი იაპონიაში).

რობოტის საოცარი განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში რომ მას აქვს უნარი გაარჩიოს ადამიანის ემოციები მათთან ურთიერთობის პროცესში.

pepper-robot

თუ შენ იცინი ის ხვდება რომ შენ კარგ ხასიათზე ხარ, თუ რამეზე წუხარ ის ხვდება რომ რაღაც პრობლემა გაქვს და ის ეცდება რომ გაგამხნეოს მაგალითად შენი საყვარელი სიმღერის სიმღერით. მას ასევე შეუძლია გამოხატოს ემოციები, გაარჩიოს ბავშვები და უფროსები და გაართოს პუბლიკა ცეკვებით და სიმღერებით. ამისათვის მის თავში ჩამონტაჟებულია ორი HD კამერა (პირში და შუბლში), თვალებში კი მანძილის სენსორები. ცნობადობის სისტემის გარდა Pepper-ი ასევე აღჭურვილია 20-ზე მეტი პატარა ზომის მოტორით, რომლებიც უზრუნველყოფენ რობოტის ზედა კიდურების მაქსიმალურად რბილ მოძრაობას. ფეხების ნაცვლად რობოტში გამოყენებულია სისტემა შემდგარი პატარა ბორბლებისგან, რომელიც უზრუნველყოფენ Pepper-ის გადაადგილებას სივრცეში. იმისათვის რომ იმუშაოს ყველა სენსორმა, რობოტისთვის აუცილებელია ინტერნეტთან წვდომა-ხმების და ემოციების გარჩევის მოქმედება ხდება მოშორებულ სერვერზე. ამისათვის SoftBank-მა ჩართო Pepper-ი თავის ფიჭვურ ქსელში და რობოტის მფლობელებს უწევთ შეიტანონ გადასახადი 14 800 იენი (დაახლოვებით 250 ლარი) თვეში. ამ თანხაში ასევე შედის რობოტის აპლიკაციებზე წვდომა. აპლიკაციების გაშვება შესაძლებელია ეკრანზე, რომელიც დამონტაჟებულია Pepper-ის მკერდზე.
მიუხედავად დიდი ფასისა (1700$) Pepper-ის პირველი კომერციული პარტია რომელიც გამოვიდა 20 ივნისს და რომელიც 1000 რობოტისგან შედგებოდა 1 წუთში მთლიანად გაიყიდა.

japan-emotional-robot

 

ოთარ კაპანაძე

წყარო: http://techvesti.ru/