კომპანია TP-link-მა ბაზარზე გამოიტანა ინოვაციური პროდუქტი ჯიბის აკუმულიატორი “Power Bank PB50“

მის ფუნქციას წარმოადგენს მობილური ტელეფონისათვის ელექტრო ენერგიის მიწოდება, დენის წყაროსგან იზოლირებულ გარემოში.

tp1

სიახლის შექმნაში გამოყენებული იქნა LG-ის ლითიუმ-იონურ პოლიმერული აკუმულიატორი, რომლის მოცულობა შეადგენს 10 000 mAh-ს (მილიამპერი საათში) ხოლო დატენვის ციკლების რაოდენობა აღწევს 500.

tp3

შემქმნელი აცხადებს რომ ინოვაცია გახლავთ საიმედო და უსაფრთხო, პორტატული აკუმულიატორის შექმნისას მინიმუმამდე არის დაყვანილი: გადახურების, მოკლე ჩართვის, ზედმეტად დამუხტვის ან განმუხტვის რისკები.
Power Bank PB50-ი საშუალებას იძლევა ერთდროულად დაიმუხტოს ორი მოწყობილობა USB პორტების საშუალებით. შუქდიოდური ინდიკატორის ხაზი გვაძლევს ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა მოცულობით საჭიროებს მოწყობილობა დატენვას.

tp2

მწარმოებელი იძლევა გარანტიას, რომ ეს მოწყობილობა თავსებადი იქნება Apple და Android-ის მობილური მოწყობილობების უმრავლესობასთან.
პორტატული აკუმულიატორის გაბარიტებია 139,7 × 78,9 × 19,3 მმ. ხოლო წონა დაახლოებით 240 გრ.

წყარო: www.3dnews.ru

ნინო მუმლაძე