სელფის მოყვარულებისთვის გამოვიდა ახალი კამერა Podo. რომელიც სულ მალე, ხელის გაჭიმვისა ან მოუხერხეელი სელფ-ჯოხებს ჩაანაცვლებს.

maxresdefault (1)

Podo პატარა ზომის, მეტად კომპაქტური კამერაა. მოწყობილობა 8 მეგაპიქსელიანი სურათების გადაღების საშუალებას იძლევა, და ვიდეოს 720 პიქსელში იღებს. მისი ბატარეა ძლებს 2 საათის განმავლობაში და აქვს 4GB მეხსიერება. მას ასევე ჩაშენებული აქვს ფლეშ განათება და ტაიმერის ფუნქცია.

maxresdefault

 

podo-1-962x644

 

Podo_ს კამერას აქვს მბრუნავი წებოვანი ძირი. მისი მიმაგრება მრავალჯერ, ნებისმიერ ზედაპირზეა შესაძლებელი, იქნება ეს მინის, ხის, ცემენტისა თუ სხვა. ფოტოკამერა სმარტფონის მეშვეობით კონტროლირდება. მოწყობილობას გააჩნია ბლუთუზ გადამცემი და შესაბამისი აპლიკაციის მეშვეობით, ფოტოებს თქვენს სმარტფონზე აგზავნის.

podo-lifestyle

 

შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ, მიამაგროთ კამერა კედელზე ან სხვა ნებისმიერ ზედაპირზე, გახსნათ Podo-სათვის სპეციალურად შექმნილი აპლიკაცია თქვენს სმარტფონში, დააყენოთ ტაიმერი და მოემზადოთ ფოტოს გადასაღებად. გადაღების შემდეგ ფოტო მომენტალურად იგზავნება თქვენს სმარტფონზე.

Podo­­­_ს პრეზიდენტი ედი ლი ამბობს, რომ კამერა განკუთვნილია მათთვის, ვისაც უყვარს წასვლა, ფოტოების გადაღება მეგობრებთან ერთად Instagram _ისთვის (ან სოციალური ქსელებისთვის). განსაკუთრებული დიზაინის გამო ის ძალიან პოპულარული გახდა. კამერის მხიარული ფერები, კომპატური ზომა და დაბალი ფასი საუკეთესო ვარიანტია მეგობრებთან ერთად ჯგუფური ფოტოს გადასაღებად.

Product-concept-pictures