ოცნების სახლი ძაღლებისთვის

ინგლისში, ქალაქ ბირმინგემში ძაღლების ერთ-ერთ ყველაზე დიდ შოუ ქრაფთზე, კომპანია Samsung-მა ძაღლებისთვის ოცნების სახლი წარმოადგინა.

აღნიშნული სახლის დასამზადბლად სამსუნგს 6 კვირა დასჭირდა და მას მოწვეული ჰყავდა 12 კაციანი გუნდი, რომელთა შორის იყვნენ დიზაინერები და არქიტექტორები. მის ფასი არის 30 500 $ , ეს კი ბევრად აღემატება ძაღლის ჩვეულებრივი სახლის ფასს.

რადგანაც სხვა სახლებს, რა თქმა უნდა, არ აქვთ სარბენი ბილიკი, ავტომატური კვების დანადგარი, ჰიდროთერაპიული აუზი და პლანშეტები – ძაღლისთვის განუთვნილი თამაშებით.

samsung-dream-doghouse
სახლზე მუშაობის დაწყებამდე, კომპანიამ 1500 ადამიანს შორის გამოკითხვა ჩაატარა, იმის დასადგენად, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს იდეალური სახლი მათი ოთხფეხა მეგობრებისთვის. მიღებული შედეგების მიხედვით კი, შექმნა არაჩვეულებრივი სახლი.

samsung_dream_doghouse_2

 

Samsung Kennel-4

 

სახლი შედგება სხვადასხვა ზონებისაგან : დასვენების, გართობის, სასადილოს სივრცის, ხელოვნურ ბალახიანი მინდორისა და აბაზანისაგან . ჭკვინი სახლი ორი ოთახი აქვს. მომრგვალებული წინა კედელი იძლევა რეტრო-ფუტურისტულ სახეს. შიგნითა კედლებს ამშვენებს თათისა და ძვლების ნახატები. ასევე სახლს აქვს უამრავი ბალიშოვანი, რბილი ნაწილები. ასევე გააჩნია კარის ზარი, რომელიც ყეფის მსგავს ხმას გამოსცემს. ჭკვიან სახლს აქვს საკვების ავტომატიც, რომლის მართვაც ძაღლს დამოუკიდებლად შეუძლია.

samsung_dream_doghouse-2

 

 

წყარო: http://www.gizmag.com/samsung-high-tech-dog-house/36411/

http://www.cnet.com/news/samsung-builds-luxury-dream-doghouse-with-hot-tub-for-crufts/

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?