Myo არის კანადური კომპანიის THALMIC LABS-ის მიერ შექმნილი მოწყობილობა. ეს 21-ე საუკუნის უნივერსალური, ჟესტების ენაზე მომუშავე სამკლაურია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ვმართოთ ნებისმიერი სმარტ მოწყობილობა, რომელსაც აქვს bluetooth-ის მხარდაჭერა.

thalmic2-1392085652772

მაგალითად: გადავახვიოთ, დავაპაუზოთ, აუწ-დავუწიოთ ხმა მუსიკალურ პლეერს,ვუპასუხოთ ტელეფონს. Myo-ს შეუძლია აღიქვას ჟესტების 20 სახე. ასევე იგი ძალიან მოსახერხებელია პრეზენტაციის ჩასატარებლად. ხელის ერთი მოქმედებით შეგვიძლია გადავფურცლოთ სლაიდები, რაც პრეზენტაციის ხარისხიანობაზე აისახება. მისი მეშვეობით შესაძლებელია დრონების მართვა და სხვადასხვა თამაშების თამაში.
იგი მუშაობს შემდეგნაირად: აქვს მკლავის რვა კუნთის სენსორი, რომლის მეშვეობითაც აღიქვავს კუნთის დაჭიმულობას და შემდეგ მას ბრძანებად გარდაქმნის. მოწყობილობას ასევე აქვს მენიუ, საიდანაც შეგვიძლია სასურველი აპლიკაციის არჩევა და ჩართვა.
Myo-ს აქვს: USB პორტი, ელექტრო სენსორები, LED სტატუსი, გადატვირთვის ღილაკი და გაფართოებადი გარსი. მისი ფასი შეადგენს 199 დოლარს.

MYO-gesture-control-armband-gear-patrol-full

წყარო:
http://www.digitaltrends.com/pc-accessory-reviews/myo-gesture-control-armband-review/
http://blog.thalmic.com/prototype-final-design-evolution-myo-armband/
http://www.inventor-strategies.com/cool-new-gadgets.html

Tamaz Kiknadze