მოღუნული ტელევიზორების უპირატესობები და ნაკლები

3 წელი – დაახლოებით ამდენი დრო დაჭირდა მარკეტინგულ ინკუბაციას იმისთვის, რომ მოხრილი/მოღუნული ტელევიზორების იდეას სიახლეების ლენტიდან პროდუქტების ავტონომიურ სეგმენტში გადაენაცვლა. ამ დროის განმავლობაში ფასები მოღუნულ ტელევიზორებზე ადამიანურ დონეზე ჩამოვიდა (მაინც ძვირია), ხოლო მწარმოებლები დაგვპირდნენ არნახულ რეალისტურ გამოსახულებას.

1

ეკრანების მოხრის ტექნოლოგიას ადამიანი კი დაარქმევდა რევოლუციურს, მაგრამ არსებობს რამდენიმე ნიუანსი, რაცამის უფლებას არ გვაძლევს. მაგალითისთვის, 4K ტექნოლოგია და გაფართოების ასეთი გაზრდა გასაგებია ახსნის გარეშე, მაგრამ მოღუნული ეკრანების ტექნოლოგიების არსის ახსნა ხშირად მხოლოდ მარკეტინგულ “ლაქლაქს” ჰგავს. ამ პოსტში შევეცდებით იმის გაანალიზებას, თუ რამდენად გულწრფრელები არიან ჩვენთან მწარმოებლები, როცა ამ სეგმენტის პროდუქტების უპირატესობებზე საუბრობენ.

მოხრილი/მოღუნული – ნიშნავს დიდს

მოხრილი პანელების იდეა დაკავშირებულია დიდ დიაგონალებთან, რაც სათავეს იღებს როგორც თეატრებში, ისე კინომატოგრაფიასა და კინოთეატრებში, იდეა არის პანორამის გაზრდა.

IMAX-ში მოხრილი ეკრანი ემსახურება ფილმის რეალურ აღქმას, ისეთივე დონის, როგორც კინოთეატრებში. “ჩათრეულობა” მიიღწევა როგორც მოხრილი ეკრანით, ასევე დიდი გაბარიტებით, ეს კი არ გვაძლევს სიგანის სრული აღქმის საშუალებას თვალებით.

2

მაღლა თქმულის გათვალისწინებით, ჩათრეულობა, როგორიც მიიღწევა კინომატოგრაფიულ სისტემაში, სახლის პირობებში იგივეს გასამეორებლად დაგვჭირდება, რომ ტელევიზორი ჩვენს ირგვლივ სრულად იყოს “მოცული” ან Samsung UE78JS9500-ში კატასტროფული თანხის გადახდა ან ბიუჯეტური ხერხით – მივუჯდეთ პატარა დიაგონალიან ტელევიზორს ახლო.

ამასთან ერთად “ჩათრეულობისთვის” რაიმე რეკომენდაცია, თუ რა მანძილზე უნდა მივუჯდეთ ტელევიზორს არ არსებობს. ამის გარდა, მაღალი გაფართოების ფილმის შემთხვევაში, ეს ხერხი შეიძლება გამართლდეს და დავტკბეთ ფილმით, მაგრამ ახალი ამბების ყურებისას მატყუარა პოლიტიკოსების პანორამების ყურება მოგვიწევს. აქ დაფიქრება გვიწევს თვალების მიერ მოხრილი გამოსახულების აღქმაზე, გვიწევს ჩათრევის იდეის გვერძე გადადება.

3

02_CurvedScreen

ამ საკითხზე მეცნიერები საუკუნეებია მუშაობენ და იკვლევენ მხედველობის მექანიზმებს. ასე შემოვიდა ტერმინი “Horopter” – რაღაც პირობითი ზედაპირი ხედვის არეალში მოცულობის ფორმით, რომელიც იერთიანებს სივრცის წერტილების ერთობლიობას. ამ წერტილების პროეცირება ხდება სხვადასხვა თვალების ბადურების იმავე წერტილებზე (კორესპონდირებადი წერტილები) და იძლევიან სრულფასოვანისებრ სურათს. თუ პირობები და გარემო ირღვევა, ამან შეიძლება ორმაგი გამოსახულების მიღებამდე მიგვიყვანოს. მთლიანობაში, ძალიან საინტერესო თემაა, რომელიც აღსაქმელად რთულია და გადის ფსიქოლოგიასა და ოფტამოლოგიას შორის. მაგრამ სწორედ ეს თეორიები იგულისხმება, როცა მწარმოებლები ამბობენ, რომ თვალები უკეთ აღიქვამენ მოხრილ ეკრანებს. ამასთან ერთად ტელევიზორის დაყენება უნდა მოხდეს ისეთ მანძილზე, რომ ხედვის კუთხე იძლეოდეს გამოსახულების სრულად დაჭერის საშუალებას. სწორედ ასეთ დროს კუთხის წერტილები და მათი ცენტრალური წერტილი მდებარეობენ ერთი და იმავე მანძილზე მაყურებლის თვალებამდე. ამასთან ერთად ადამიანი უნდა იჯდეს ზუსტად შუაში, რაც ჯგუფური ყურების საშუალებას არაკომფორტულს ხდის. ამაზე ცოტა მოგვიანებით.

რაც შეეხება ბოლო მაგალითის შესახებ რეკომენდაციას, არსებობს ბევრი თეორია და ხერხი ოპტიმალური მანძილის დასადგენად ტელევიზორამდე. THX – ის რეკომენდაციები დიდი ხანია ავტორიტეტით სარგებლობს. ინტერნეტში მრავალი კალკულატორი არსებობს ამ მანძილის გამოსათვლელად, ის ეფუძნება სწორედ ამ რეკომენდაციებს. შესაბამისად ტელევიზორის კომფორტულად საყურებლად მას უნდა ეკავოს ხედვის კუთხის 36-40 გრადუსი. ამასთან ერთად, ლოგიკურია, რომ მანძილი იცვლება მოდელის გაფართოებისდა მიხედვით. მაგალითად 55-ინჩიან მოდელებს 3 მეტრით მოგვიწევს დაშორება.

4

ამასთან ერთად არსებობს ნიშნები, რომ ბაზარზე გამოჩნდება ნაკლები დიაგონალის მოღუნული ეკრანები. Researchgate – ის კვლევის თანახმად, სხვადასხვა სახის ინფორმაცია უკეთესად აღიქმება მოხრილ ეკრანებზე, ვიდრე ბრტყელზე.

პროტოტიპიც კი შეიქმნა, რომლის “მოხრილობის” რადიუსის კონტროლიც შეგვეძლო, ასე შეიქმნა მონიტორი, რომელსაც ქონდა 23-ინჩიანი ეკრანი, 16:9 შეფარდება, რომელზეც ექსპერიმენტის სახით ადამიანები არჩევდნენ ოპტიმალურ რადიუსს, შემდეგ ბრტყელი კონდიგურაციიდან შეეცადნენ სხვადასხვა სახის ინფორმაციის აღქმას. შედეგებს გაეცანით დაბლა მოცემულ ცხრილისებურ სურათს. მისი მიხედვით, მოხრილი ფორმა იძლევა საშუალებას სწრაფად ავითვისოთ მასალა, რაც, დიდი ალბათობით, დაკავშირებულია მაღლა აღწერის ჰოროპტერის ხაზის თეორიაზე.

5

default პირობები

დავუბრუნდეთ დაპირებულ თემას სწორი პოზიციის შესახებ. სხვადასხვა მოხრილი ტელევიზორების პრომო-მასალების შესწავლისას, შეიძლება შევამჩნიოთ, რომ გამოსახულებითი მაყურებლები ზუსტად ტელევიზორის შუაში ზიან. სწორედ ასეთი ჯდომის მანერა სწორ დისტანციაზე მოგვცემს საშუალებას სრულად აღვიქვათ მოხრილი ეკრანიდან მიღებული გამოსახულება. თუ ასეთ ტელევიზორზე ოჯახთან ერთად მოგინდებათ ფილმის ყურება, მაშინ ბევრი უკმაყოფილო დარჩება ტექნოლოგიური “უპირატესობებით”. იდეაში, აქ დადებითი მხარეც არსებობს: LG-ის ილუსტრაციების თანახმად, მოღუნული ეკრანები გაახლოვებთ <3 if you know what i mean 😀

6

და ბოლოს, დისპლეის მოხრილი ფორმა, მარკეტინგული ლეგენდის თანახმად, იძლევა შტაბეჭდილებას ვითომ და ვიზუალურად იზრდება ეკრანის ფართობი. ამაში ჭეშმარიტების მარცვალი მართლაც არის. ვინაიდან პანელის ფაქტიური ფართობი მცირდება მოხრის რადიუს ხარჯზე, ჩვენ დავინახავთ იმდენით მეტს, რამდენადაც მოიხრება ეკრანი კუთხეებში. უფრო მეტიც, ვიზუალური მაჩვენებელი შეიცვლება დაშორებიდან გამომდინარე. საკმარისია შევიცვალოთ იდეალური პოზიცია მონიტორის წინ და მთელი ეს მაგია გაქრება.

7

დაახლოებით იგივე სიტუაცია ემართება აზრს, რომლის მიხედვითაც მოხრილი ფორმა გვაძლევს საშუალებას გავზარდოთ კონტრასტულობა კუთხეებში. ამ საკითხზე უნივერსალური პასუხი არ არსებობს, ვინაიდან მწარმოებლები იყენებენ სხვადასხვა მატრიცებს. მაგრამ თუ კი ფორმა ახდენს ჩაბნელების კომპენსირებას, მაშინ ეს ხდება მხოლოდ ერთი მაყურებლისთვის, რომელიც იჯდება ცენტრში ეკრანის წინ. დანარჩენები შედარებით ცუდ გამოსახულებას დაინახავენ.

დასკვნის სანაცვლოდ

მოხრილი პანელები – ახალი მოვლენა და რთულად სათქმელია, მათია მომავალი თუ არა. ოჯახური ყურებისთვის, არც თუ ისე კარგი ვარიანტია, ვინდაიდან მოხრილი ეკრანი გულისხმობს გარკვეულ ზონას კომფორტული ყურებისთვის. მაგრამ ერთი ადამიანისთვის საკმაოდ კარგი ვარიანტია, რომელიც ცენტრში იჯდება და სრულად შეიგრძნობს ფილმს. დაველოდოთ მოვლენებს…

სტატიის ავტორი: ლაშა ალადაშვილი

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?