მანქანა მძღოლის გარეშე- ეს არის ის რაზეც ,ალბად, ყველა მძღოლი ოცნებობს მსოფლიოში.

ჩართო საცობში ავტოპილოტი და მოთავსდე კომფორტულად – არ არის ბედნიერება?

მანქანა მძღოლის გარეშე
რამოდენიმე ხნის წინ ეს მხოლოდ ოცნება იყო, მარგამ კორპორაცია Google-ში უყვართ გაბედული და ამბიციური პროექტები – სწორედ ლაბორატორია GoogleX -ში არიან დაკავებულნი ამ პროექტით- უპილოტო ავტომობილი რომელსაც Googlemobile უწოდეს.
ამასთან , კომპანიის თანამშრომლები აცხადებენ რომ სრულად ფუნქციონალური Googlemobile ამ დროისთვის უკვე მზადაა და შეუძლია ქალაქში გადაადგილება .
ის არის მოგრძო ფორმის და აქვს კომპაქტური ზომის საბარგული, რათა ხელი არ შეუშალოს სენსორების მუშაობას. ამის გამო ეს ავტომობილი გათვლილია მხოლოდ ორ ადამიანზე.
მას აქვს ასევე ფარები, საჭე და პედლები – რადგან კალიფორნიის კანონის მიხედვით აკრძალულია ავტომობილი ამ დეტალების გარეშე მოძრაობდეს.
Googlemobile შეუძლია იმოძრაოს ადამიანის დახმარების გარეშე. უამრავი სენსორი რომელიც მანქანაშია მოთავსებული აანალიზებს გარშემო ყველაფერს და ადარებს მას Google Street View-ის გადაღებულ მასალას ,ასევე რუკას გადაღებულს თანამგზავრიდან. ინფორმაციის მიღების სიჩქარე არის ერთი გიგაბაიტი წამში და ამიტომ ის კარგად ართმევს თავს ინფორმაციის გაანალიზებას , მომენტალურად რეაგირებს ნებისმიერ ცვლილებაზე გარშემო.
მანქანის სიჩქარე 40კმ/სთ-შია . შემქმნელები გვპირდებიან რომ ამ ავტომობილს მალე ვნახავთ ჩრდილოეთ კალიფორნიის რამოდენინე ქალაქში. შესაძლოა ასევე ის ვიხილოთ როგორც ტაქსი.
მაგრამ როგორც ყველა სენსაციურ და ახალ ტექნოლოგიას, ამერიკულ კორპორაციასაც ყავს კონკურენტები – ანალოგიური უპილოტო ავტომობილის შექმნით დაკავებულია ასევე Mercedes, და Volvo, ასევე BMW. მაგრამ სწორედ Google არის პირველი რომელმაც წარმოგვიდგინა მანქანა მძღოლის გარეშე.

თამარ არობელიძე