LifeStraw არის წყლის ფილტრი. ეს გამოგონება წყალს ასუფთავებს თითქმის 99%-ით. ამ გამოგონებით დიდი პრობლემა მოეხსნება აფრიკას, სადაც სუფთა წყლის დეფიციტია. მოსახლეობას საშუალება ეძლევა LifeStraw -ის დახმარებით მდინარის და ტბის წყალი გაფილტრონ ბაქტერიისგან და დასალევად გამოიყენონ.


ინსტრუქციაში გვირჩევენ.რომ ეს მოწყობილობა ადამიანმა პერსონალურად უნდა მოიხმაროს,უსაფრთხოების მიზნით. მეცნიერების გათვლით ერთი LifeStraw ფილტრავს 1000 ლიტრ წყალს.რაც საშუალოდ ადამიანს ერთი წელი ეყოფა.
მიუხედავად იმისა .რომ LifeStraw არც ისე ახალი გამოგონებაა, მისი გამოყენება დღითიდღე იზრდება. მაგალითად მოწყობილობა დარიგდა 2010 წელს ჰაიტის მიწისძვრის , პაკისტანისა და ტაილანდის წყალდიდობის შემდეგ მოსახლეობაში.
LifeStraw ყიდვა განვითარებულ ქვეყნებში ყველასთვის ხელმისაწვდომია, ხოლო დიდი ნაწილი უფასოდ ნაწილდება ისეთი ქვეყნებისთვის სადაც წყლის პრობლემა დგას. ამ გამოგონებამ დიდი შეფასება დაიმსახურა მთელ მსოფლიოში. იგი შეაქო საერთაშორისო მედიამ და მოიგო უამრავი ჯილდო. მათ შორის : Saatchi & Saatchi Award for World Changing Ideas the ‘INDEX:, ასევე ჯურნალმა Time Magazine-მა მას უწოდა საუკეთესო გამოგონება.
ბოლო მონაცემებით ეს გამოგონება აფრიკის კონტინეტზე უკვე 884 მილიონ ადამიანს დაურიგგდა სრულიად უფასოდ, რამაც საგრძნობლად გააუმჯობესა მათი ცხოვრება.

 

წყარო : Wikipedia

ირაკლი ზედგინიძე