2015 წლის ბოლოსთვის კომპანია „MyBrain Technologies“ გეგმავს ბაზარზე გამოიტანოს ინოვაციური სისტემა Melomind, რომლის მიზანს წარმოადგენს მომხმარებელს მისცეს საშუალება მოდუნდეს და განიტვირთოს.


სისტემა Melomind შედგება აპარატურული და პროგრამული ნაწილისაგან. აპარატურული ნაწილი წარმოადგენს სპეციალურ ჩაფხუტს, რომელიც აანალიზებს ტვისნის ელექტრულ აქტივობას, ამისათვის იგი იყენებს ელექტრო ენცეფალოგრამულ მეთოდს, მონაცემების მიღება ჩაფხუტის მიერ ხორციელდება თავის კანიდან სპეციალური ელექტროდების დახმარებით. რაც შეეხება პროგრამულ ნაწილს, ეს არის მობილური მოწყობილობა Android და IOS პლატფორმისთვის. ჩაფხუტიდან პროგრამაში მონაცემების გადაცემა ხდება ბლუთუზით , ხოლო პროგრამის მიერ ინფორმაციის სორტირება და გაანალიზება ხორციელდება განსაკუთრებული ალგორითმით. საბლოო ჯამში სისტემას გამოაქვს დასკვნა მომხმარებლის ემოციური ფონის შესახებ.

b5d184b959e00ab3a7065a1f19ed11de106b6088

მიღებული მონაცემების საფუძველზე პროგრამის მიერ ხდება სპეციალური კატალოგიდან შესაბამისი მუსიკის შერჩევა, რომელიც ახდენს მომხმარებლის ემოციური მდგომარეობის დასტაბილურებას. გამომგონებლის თქმით Melomind-ი გახლავთ საუკეთესოს სისტემა სტრესის მოსახსნელად, რომელიც იძლევა მაქსიამლურ ეფექტს.

წყარო: www.3dnews.ru
ნინო მუმლაძე