Samsung-ის მონიტორი საგზაო უსაფრთხოებისთვის

ჯერ კიდევ 2009 წელს რუსეთის დიზაინის სახლმა – Art Lebedev-მა წარადგინა საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების კონცეფცია.

102781019-samsung-safety-truck.530x298

ეს იყო ძალიან მარტივი: კამერის დაყენება დიდ, ნელა მოძრავ სატვირთოზე, ის უკავშირდებოდა ვიდეო მონიტორებს რომელიც იქნებოდა სატვირთოს უკანა მხარეს. ამით მძროლს მიეცემოდა შესაძლებლობა დაენახა გზის წინა ნაწილი, რომელსაც სატვირთო ფარავდა, შესაბამისად მძღოლს ექნებოდა უსაფრთხო მანევრირების საშუალება. სწორედ ამ იდეას ახორციელებს Samsung-ი. იგი იყენებს მრავალ გარე მონიტორს. კორეულმა კომპანიამ შეკრა ოთხი მონიტორის ვიდეო კედელი, რომელიც განთავსებულია სატვირთოს უკან, ეს მონიტორები გამოსახულებას იღებენ უკაბელო (wireless) კამერით.

სამსუნგი აცხადებს, რომ იგი მუშაობს რათა მიიღოს ე.წ. „Safety Truck“-ის ფართო მაშტაბებზე გატანის ნებართვა. რამდენად დაიპყრობს აღნიშნული იდეა ფართო ბაზრებს სათუო საკითხია. Samsung-ის ინოვაცია საჭიროებს სატრანსპორტო კომპანიებისაგან, როგორც კამერის ასევე სატვირთო სატრანსპორტო საშუალებაზე ოთხი მონიტორის დამონტაჟებას, რაც თავის მხრივ საკმაოდ დიდ ფინანსურ რესურსებს საჭიროებს. მიუხედავად ამისა Samsung-მა შეძლო შთამბეჭდავი ტექნიკური გამოწვევების რეალიზება.

 

წყარო: www.theverge.com
ნინო მუმლაძე

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?