
თუ თქვენ გიყვართ გადაიღოთ სურათები და ვიდეოები საკუთარი სმარტფონებით, მაგრამ გსურთ უკეთესი ხარისხი…
ამისათვის არსებობს Sony’s Cyber-shot QX series ან DxO One დამატებითი კამერები, რომლებიც დაგეხმარებათ უკეთესი სურათის ხარისხის მიღებაში. კომპანია Olympus-მა წლის დასაწყისში შემოგვთავაზა ეს პროდუქტი თუმცა ის ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ იაპონიაში.
დღესდღეობით უკვე კომპანიამ პროდუქტი სახელწოდებით Air გაყიდვაში ჩაუშვა US-ში, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება 2015 წლის ივლისში $299-ად(მხოლოდ ტანი კამერის), ხოლო 4-42mm f/3.5-5.6 kit ლინზებთან ერთად მისი ფასი შეადგენს $499 დოლარს. ასევე მისი ხილვა და მოხმარება შეეძლებათ კანადაში 2015 წლის აგვისტოდან.
Air-ის wireless კამერას მოთავსებული აქვს 16 მეგაფიქსელიანი Micro Four Thirds სენსორი , ისეთივე როგორსაც იხილავთ ამავე ხარისხის ჩვეულებრივ ფოტო აპარატში. აღნიშნულ კამერას შეუძლია თავსებადი იყოს როგორც ანდროიდთან ასევე იო-ს ოპერაციულ სისტემასთან, აპარატი კავშირს ახორციელებს Bluetooth-ით და Wi-Fi-ით. მანამ სანამ მოახდენთ სურათის სმარტფონში ტრანსფერს აპარატი ინახავს microSD-ზე.
აღნიშნულ კამერას შეუძლია გადაიღოს RAW ან JPEG ფორმატის სურათები.ასევე შეუძლია ვიდეოს 1080p გაფართოებით გადაღება. Air-ის wireless კამერას აქვს როგორც ავტომატური ფოკუსირების შესაძლებლობა ასევე ხელით. ცამერის ელემენტი არ არის შეცვლადი ამიტომ ერთი სრული დამუხტვით შეუძლია 320 სურათის გადაღება.
HAVE SOMETHING TO SAY?
You must be logged in to post a comment.