ვარჩევთ ზაფხულის საუკეთესო ექშენ-კამერას

ბევრისთვის ტერმინი “ექშენ-კამერა” GoPro-სთან ასოცირდება, თუმცა ამ ბრენდის გარდა ბაზარზე არსებობს სხვა კონკურენტუნარიანი ნიმუშებიც.

ზაფხულის სეზონის მოსვლასთან ერთად იზრდება მოთხოვნა ექშენ-კამერებზეც. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო მოდელის შედარებას: GoPro Hero 4 Black, Panasonic HX-A500, Xiaomi Yi, HTC Re.

ძირითადი მახასიათებლები

1

GoPro Hero Black

ფლაგმანური მოდელი დიდი პოპულარობით გამოირჩევა ექსტრემალებს შორის. ეს მოდელი გამოირჩევა 4K ვიდეოს გადაღების ფუნქციით.

2

ეს კამერა ასევე გამოირჩევა იმით, რომ თითქმის ყველანაირი აქსესუარის გამოშვება ხდება მისთვის. მას არ აქვს დაცვა წყლისგანა და დარტყმისგან, ამისთვის დამატებითი დამცავი კეისების შეძენა დაგჭირდებათ.

34

წინა მოდელების მოუხერხებელი მართვის ორგანოები აქაც იგივენაირად გადმოიტანეს: პატარა ეკრანი განათების გარეშე. პულტის შეძენა ამ მოდელისთვის ცალკე მოგვიწევს. თუმცა იგივე ითქმის ამ მიმოხილვის ყველა გმირისთვის.

56

ფირმული მობილური აპლიკაციის დახმარებით შესაძლებელია კამერის დაკონფიგურირება და გადაღებული ვიდეოების ნახვა. არ აქვს NFC-ის მხარდაჭერა, რაც ძალიან სამწუხაროა. არადა ეს მოდული დიდ ენერგიას არ მოითხოვს და ზედმეტი ნამდვილად არ იქნებოდა.

78

მატრიცა და ობიექტივი იგივე დარჩა. შუქმგრძნობიარე ელემენტი Sony-ს ეკუთვნის, მას აქვს ფორმატი 1/2,3 ინჩი და 12 MP გაფართოება. ობიექტივი აღჭურვილია შუშის ლინზებით, მინიმალური დიაფრაგმა – F2.8. ხედვის კუთხე 170 გრადუსი. 4K ვიდეოს გადაღება ახალი პროცესორის წყალობით გახდა შესაძლებელი.

13

გადაღების გაფართოება 3840×2160-ს აღწევს (30 FPS). SuperView რეჟიმის ჩართვისას FPS 24-ამდე ჩამოდის. ბიტრეითი 60. შედარებისთვის Panasonic AX500 4K ვიდეოს 72 მბ ბითრეითით იღებს. ღამე გადაღებისას შეიძლება Protune რეჟიმის გააქტიურება. მიუხედავად ამისა, ღამე გადაღებაში GoPro ვერ გამოირჩევა, რაც მატრიცის პატარა ზომის ბრალია. თქვენ შეგიძლიათ ახალი Night Lapse & Night Photo რეჩიმების გამოყენება. სამწუხაროდ არასტაბილურად მუშაობენ.

ფოტოგადაღების მაქსიმალური გაფართოება – 4000×3000. ხელმისაწვდომია ვიდეო-ფოტოს ერთდროული გადაღება, ამ შემთხვევაში ვიდეო-გაფართოება შეზღუდულია და 1920×1440-ით შემოიფარგლება. სურათების ხარისხით GoPro მოწოდების სიმაღლეზე ვერ არის.

1516

1718

მაშ ასე, GoPro Hero 4 Black-ის მთავარი უპირატესობები: 4K-ვიდეო და აქსესუარების უდიდესი ასორტიმენტი. ნაკლების სიას შეიძლება მივამატოთ: არაკომფორტული მართვა და მაღალი ფასი.

HTC Re

19

ახალი ორიგინალური კამერა Htc Re. ძალიან მარტივი დიზაინის კამერა გათვლილია ძირითადად ახალგაზრდა მომხმარებელზე. კამერის ფორმა საკმაოდ პატარაა და შექმნილია ისე, რომ თავისუფლად მოირგოთ ხელში დაჭერისას. მარტივი დიზაინის გარდა კამერის მოხმარების წესებიც საკმაოდ უბრალოა. აღჭურვილია მხოლოდ ერთი ღილაკით და ავტომატურად იღებს ფოტოებს და ვიდეოებს. არ გააჩნია viewfinder, რაც ძალიან აადვილებს გადაღების რეჟიმს. Htc RE ფუნქციურად და გამოყენების მხრივ ერთგვარად გავს Point of view კამერებს. კამერასთან ერთად შესაძლებელია შეიძინოთ სხვადასხვა ტიპის აქსესუარები. მაგალითად ველოსიპედზე, მანქანაზე და სხვა მრავალ ადგილას ორიგინალური ფოტოების და ვიდეოს გადაღებებისათვის.

Htc RE- ს აქვს 16 მეგაპიქსელიანი კამერა (1/2.3 ინჩი ფორმატის), რომელიც ხარისხიან ფოტოებს და HD ვიდეოებს იღებს. ობიექტივს აქვს 146 გრადუსიანი ხედვის კუთხე და დიაფრაგმა F2.8. ვიდეოს იღებს 1080(30 Fps), თუმცა შენელებული გადაღებისას გაფართოება 720p-ზე ჩამოდის, ხოლო FPS – 120. კარგი განათების პირობებში მისაღები ხარისხის ვიდეოს იღებს, თუმცა ღამე ხარისხი საგრძნობლად ეცემა.

20

აღსანიშნავია, რომ კამერა წყალგამძლეა და იძლევა საშუალებას გადაიღოთ ერთ მეტრი სიღრმის ქვეშ წყალში (დამატებითი აქსესუარით 3 მ). ბოლომდე დატენილი ბატარეის საშუალებით, შესაძლებელია საათნახევრიანი უწყვეტი ვიდეოს გადაღება, ან 1200 სნაფშოთის. კამერით შეიძლება iOS-სთან და Android-თან დაკავშირება და მისი სმარტფონების საშუალებით კონტროლი (Bluetooth).

კომპანია Htc- განცხადებით ეს ორიგინალური და სახალისო კამერა, ადამიანების ცხოვრების ყოველდღიური ნაწილი გახდება. კამერის შეძენა შეიძლება 199,99 დოლარად.

ფოტოების გაფართოება – 4592х3456 ან 4000х3000, დამოკიდებულია რეჟიმზე.

2122

2324

მოკლედ ყოველდღიურობისთვის კარგი გაჯეტია, მაგრამ ჩვეულებრივი დაცული სმარტფონის დონეა შეიძლება ითქვას.

Panasonic HX-A500

25

მწარმოებელი არასტანდარტული გადაწყვეტილების გზით წავიდა: კამერა შედგება ობიექტივისგან, რომელიც კაბელით დაკავშირებულია მართვის ბლოკთან, რომელშიც მოთავსებულია აკუმულატორი და მეხსიერება. ერთის მხრივ, ამან გადახურების პრობლემა გადაჭრა, მაგრამ გვიწევს არაკომფორტულ კონფიგურაციასთან შეგუება. ცნობისთვის, ეს იყო პირველი ექშენ-კამერა, რომელიც 4K-ვიდეოს იღებდა.

26

კომპლექტში არის თავზე სამაგრი, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება. საკმაოდ მყარად ზის თავზე. მართვის ბლოკი ხელზე მაგრდება რბილი კეისის საშუალებით. კაბელის სიგრძე – 1 მ.

მიუხედავად ეკრანის კონისა, მთლიანად ვიდეოს ვერ ვნახავთ, მხოლოდ პატარა ფრაგმენტს გვიჩვენებს. გვაქვს Micro USB & Micro SD სლოტები. გაყიდვაშია სხვადასხვა აქსესუარები, მათ შორის ქარსაწინააღმეგო სატარებელი და მიკროფონისთვის. აქსესუარების მრავალფეროვნებით მხოლოდ GoPro-ს თუ ჩამორჩება.

2728

უკაბელი კავშირისთვის გვაქვს Wi-Fi & NFC მოდულები. მათი დახმარებით შესაძლებელია კამერის დაკონფიგურირება, ონლაინ-ტრანსლაცია და ა.შ.

კამერაში გამოყენებულია მატრიცა – 1/2,3 – 16 MP გაფართოება. გაგეცინებათ და მატრიცის მწარმოებელი აქაც Sony-ა. ხედვის კუთხე – 160 გრადუსი, დიაფრაგმა F2.8. პროცესორი – Crystal Engine Pro+.

ვიდეოგადაღებისას შეგვიძლია ჰორიზონტის გასწორებისა და ციფრული სტაბილიზაციის ფუნქციით სარგებლობა (FullHD – 25 FPS). ჩაწერის დაწყების ტაიმერის ფუნქციაც გვაქვს, ქარის ხმის ჩახშობის ფუქნცია და მრავალი სხვა. 4K ვიდეოს ჩაწერა 25 FPS-ით ხდება (GoPro 30) 72 ბიტრეითიტ (GoPro-ს 60-ის წინააღმდეგ). კარგი ხარისხი გამოდის.

მიხედავად ფოტოგადაღების გაფართოებისა – 5376×3024, ხარისხი სახარბიელო ნამდვილად არაა. არ გვაქვს თაიმლეპსის რეჟიმიც.

3334

3536

ეს კამერა წარმოადგენს კარგ ვარიანტს, თუ გჭირდებათ 4K-ვიდეო.

Xiaomi Yi

40

აშკარაა, რომ მწარმოებელი ამ კამერას GoPro-ს შთაბეჭდილების ქვეშ აკეთებდა, თუმცა მიუხედავად გარეგნული სიმსგავსისა, ფუნქციებით ჩინური ნიმუში გოუპროს ბევრად ჩამორჩება.

560

კამერა თითქმის მთლიანად გადაკოპირებულია. ობიექტივი შედარებით დაბლაა განთავსებული, ღილაკებიც ცოტა განსხვავდება. მთავარი განსხვავება – არ აქვს ეკრანი. ასევე ჩინელების კამერა ღია კორპუსით არის წარმოდგენილი. უკან აქვს Yi ნიშანი, ვინაიდან ეკრანი არ გვაქვს, მართვა ხდება ღილაკებით. ამასთან ერთად კონფიგურაცია მმხოლოდ ფირმული მობ. აპლიკაციით ხდება.

აპლიკაცია არ არის ღიად ხელმისაწვდომი მარკეტში. მისი გადმოწერა QR-კოდით არის შესაძლებელი. ამავე დროს, აპლიკაცია არ არის ნათარგმნი სრულად ინგლისურ ენაზე, რაც მასთან ურთიერთობას ართულებს. ეს ეხება მხოლოდ გუგლ ფლეის, რაც შეეხება ეფ სთორს, აქ სრულად ლოკალიზებულია ყველაფერი.

აპლიკაციით სმარტფონზე შეგვიძლია როგორც მართვა, ასევე გადაღებული ვიდეოს გადმოწერაც. ურთიერთობა ხდება Bluetooth-ით, ხოლო ფაილების ჩამოტვირთვა Wi-Fi-ის დახმარებით.

4142

43 44

კომპლექტში არის საკმაოდ კარგი მონოპოდი, სამკლაური ქამარი და ჩანთაზე/ქამარზე სამაგრი. გაყიდვაშია ასევე წყალგაუმტარი კეისი და თავისა და ხელის სამაგრები.

59

აქ გამოიყენება Sony Exmor R 1/2.3 ინჩი, 16 MP. ხედვის კუთხე – 155 გრადუსი, დიაფრაგმა – F2.8.
ვიდეოგადაღება – FullHD – 60 FPS, 720P – 100 FPS, 480P – 200 FPS. აქვს ჰორიზონტის გასწორების ფუნქციაც.

ფოტოგადაღების გაფართოება – 4608×3456. დღისით ნორმალური ხარისხის სურათებს იღებს. გვაქვს ტაიმლეფსის ფუქნცია.

6263

61 64

ეს კამერა წარმოადგენს კარგ მოდელს დამწყებთათვის. GoPro-ზე ბევრად იაფი ღირს და ბევრ რამეზე თვალის დახუჭვა შეიძლება. ბევრისთვის ამ კამერის შესაძლებლობები სრულიად საკმარისი იქნება.

შეჯამება

მიმოხილული კამერები შეიძლება დავყოთ ორ კატეგორიად: პროფესიონალური და სამოყვარულო. პირველს მიეკუთვნება GoPro & Panasonic. პირველს აქვს აქსესუარების უდიდესი არჩევანი, კომპაქტურობა, კომფორტული აპლიკაცია და ტაიმლეფსის ფუნქცია. მეორეს – დაბალი ფასი, NFC-მოდული, მარტივი მართვა, მაგრამ ზოგი ვერ გამოიყენებს კონსტრუქციის თავისებურებებიდან გამომდინარე.

HTC Re & Xiomi Yi გამოდგებიან როგორც კარგი საჩუქრები და გასართობი საშუალებები.
HTC-ის კამერა გამოირჩევა როგორც ხელით ყველაზე კომფორტული გადასაღები საშუალება, აქვს უჩვეულო დიზაინი და თვითონაც ერთგვარ აქსესუარს გავს.

რა თქმა უნდა, პროფესიონალურ კამერებს ვერ შეედრება, პატარა ობიექტივებითა და მატრიცებით სასწაულებს ვერ მოვახდენთ, მიუხედავად 4K ვიდეოს გადაღებისა.

სტატიის მომზადების ავტორი: ლაშა ალადაშვილი

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?