პროექტი Edyn Garden Sensor and Water Valve

2015 წლის დასაწყისში, ლას ვეგასში ჩატარდა ტრადიციული გამოფენა CES 2015.

edyn2

აღნიშნული გამოფენა ეხება ნებისმიერ სფეროში ინოვაციური ტექნოლოებიების წამოჩენას.

ამ ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობენ მსოფლიოს წამყვანი ბრენდები: სამსუნგი, მერსედესი, ლენოვო,ნოკია, ეიფლი და სხვა კომპანიები. გამოფენაზე დასახელდა 26 გამარჯვებული.
კატეგორიაში „ ტექნოლოგია, რომელიც აუმჯობესებს მსოფლიოს“ გაიმარჯვა პროქტმა Edyn Garden Sensor and Water Valve-მა (ბაღის სარწყავი სისტემა), რომელიც Bluetooth-ის საშუალებით უკავშირდება ბაღის მფლობელის სმარტონს ან პლანშეტს და იმართება სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით.

Edyn-ი მუდმივად აკონტროლებს გარემოს ტემპერატურას, ჰაერისა და ნიადაგის ტენიაონობას და აფრთხილებს მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ.ასევე მოწყობილობა სწრაფად აგროვებს მცენარეების მოვლისა და სასუქის შეტანის შესახებ ინფორმაციას და აწვდის მას მეპატრონეს.აღნიშნულმა პროექტმა ნამდვილი ფურორი მოახდინა გამოფენაზე თავისი სიმარტივითა და ამავდროულად გენიალურობით.სწორედ ამიტომ დამსახურებულად მოიპოვა პირველობა ნომინაციაში.

მოამზადა: ცოტნე ჩაგუნავამ

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?