ბევრ ჩვენგანს შექმნია პრობლემა Wi-Fi-ს როუტერთან დაკავშირებით. მათი პაროლები ხშირად ქმნის უხერხულობას.

რა თქმა უნდა ჩვენ არ გვსურს, რომ უცხო მოწყობილობებმა გამოიყენოს ჩვენი საჰაერო ინტერნეტი, რაც შეგვინელებს ინტერნეტის სიჩქარეს, მაგრამ მეორე მხრივ Wi-Fi-ს არსებული როუტერები აბრკოლებს და უხერხულობას უქმნის სტუმრებს.

dzveli

წარმოგიდგენთ მარტივ, თანამედროვე და ყველასათვის სასურველ საჰაერო ინტერნეტის როუტერს – KEEWIFI.

ის განსხვავდება ყველა არსებული როუტერისგან. არ საჭიროებს პაროლს დასაკავშირებლად და ხანგრძლივ პროცესს დასაკონფიგურებლად(გასამართად).

KEEWIFI ძალიან მარტივი მოსახმარია, ამიტომ ის განკუთვნილია ყველა ასაკის მომხმარებლისთვის. აღჭურვილია უახლესი უკაბელო ინტერნეტის ტექნოლოგიით – 802.11ac – რაც უზრუნველყოფს სტაბილურ და ძლიერ სიგნალს.

keewifi

ძალიან ადვილია მისი გამზადება მოსახმარად. თქვენ მხოლოდ უნდა შეაერთოთ ინტერნეტის კაბელი და მზადაა. არავითარი გაურკვეველი კონფიგურაცია და პროგრამა არაა საჭირო. დაივიწყეთ 192.168.1… მისამართები. KEEWIFI მიეკუთვნება „Plug and Play” ნივთების ოჯახს.

KEEWIFI მოწყობილობების საჰაერო ინტერნეტთან დასაკავშირებლად იყენებს „სიახლოვის ტექნოლოგიას“. მოწყობილობა როუტერთან ახლოს უნდა მივიტანოთ, რათა ჩაემატოს იმ მოწყობილობათა სიაში, რომლებსაც ექნებათ საჰაერო ინტერნეტთან წვდომა.
ეს დაპატენტებული ფუნქცია უზრუნველყოფს იმას, რომ სხვები ვერ მიუერთდებიან თქვენს Wi-Fi-ს ფიზიკური მოქმედების გარეშე. თქვენ შეგიძლიათ იგრძნოთ თავი დაცულად.

5

მწარმოებლებმა შექმნეს აპლიკაცია როგორც iOS, ასევე Android სისტემისთვის იმ ფუნქციებით, რომელსაც ყველა მომხმარებელი გამოიყენებს. მოწყობილობის მართვის პანელი საშუალებას აძლევს მის მფლობელს, დაუშვას, აკრძალოს ან დაბლოკოს მოწყობილობები, რომლებიც ცდილობენ მის საჰაერო ინტერნეტთან დაკავშირებას.

1996683f2f927bf2a17e62e3d58805ae_original

დროის შეზღუდვის ფუნქცია გვაძლევს საშუალებას, Wi-Fi-ს გავრცელება/შეწყვეტა ვაკონტროლოთ. ასე რომ, უკვე შესაძლებელია ვახშმის შეუფერხებლად გამართვა.

დიზაინი მნიშვნელოვანია

083efd6e3c86723c5fa0b6a0ff8611a9_original

სახლის საჰაერი ინტერნეტის როუტერების უმეტესობა დამალულია და დგას სახლის რომელიმე კუთხეში. მწარმოებლებმა შექმნეს მულტიფუნქციური Wi-Fi-ს როუტერი, რომელიც ლამაზი ვიზუალით გამოირჩევა და რომელსაც სიამაყით გამოაჩენდით თქვენს სახლში.

7

გთავაზობთ ვიდეო რგოლს, რომელშიც კარგადაა წარმოჩენილი, თუ როგორ კომფორტს ქმნის KEEWIFI როუტერი ყველგან, სადაც ისაა:

ავტორი: ირაკლი კვაჭანტირაძე
წყარო:
kickstarter.com
uncrate.com
keewifi.com