LG G WATCH R

დღითიდღე იზრდება მომხმარებლების დაინტერესება „ჭკვიანი საათების“ მიმართ.


ადრე საათი მობილური ტელეფონისგან იმით განსხვავდებოდა, რომ დროისა და თარიღის გასაგებად მხოლოდ მაჯაზე დახედვა იყო საკმარისი, განსხვავებით მობილური ტელეფონისგან, რომელსაც ძირითადად ჯიბით ვატარებთ. არც თუ ისე ცოტა ხანია, რაც „ჭკვიანი საათები“ აქტუალური გახდა და ადამიანები მასში დიდ პოტენციალს ხედავენ. მომხმარებლებისა და მწარმოებლების სურვილი ერთმანეთს ემთხვევა და ორივე მხარე ფიქრობს, რომ „ჭკვიანი საათები“ ამარტივებენ და უფრო კომფორტულს ხდიან ყოველდღიურ ცხოვრებას.

ჭკვიანი საათი, რომლის შესახებაც ამ სტატიაში უნდა მოგიყვეთ, ანდროიდზე მომუშავე ერთადერთი საათია MOTO 360-ის გარდა, რომელსაც მრგვალი ციფერბლატი აქვს და თუნდაც ამის გამო იგი იპყრობს ყურადღებას.

1

წარმოგიდგენთ კომპანია LG-ს ჭკვიან საათს G Watch R-ს.

მახასიათებლები:
• თავსებადობა: Android 4.3 და ზემოთ
• ოპერაციული სისტემა: Android Wear (4.4W.2)
• პროცესორი: Qualcomm Snapdragon 400, 1,2 გგჰერცი
• მეხსიერება: 4 გბ, ოპერატიული მეხსიერება 512 მგბაიტი, მეხსიერების ბარათი არ იდგმება
• ეკრანი: P-OLED, 1,3”, 320×20 პიქსელი
• აკუმულატორი: ჩაშენებული, 410 mAh
• უკაბელო ქსელი: Bluetooth 4.0
• პორტები: დოკ-სადგური microUSB-სთან ერთად
• ზომები/წონა: 46.4×53.6×9.77 მმ / 62 გრამი

ეს ჭკვიანი საათი არ არის შეუხედავი და არ შეგექმნებათ დისკომფორტი მისი ტარებისას. ის არ იქცევს ზედმედ ყურადღებას. ის ადგილზეა და თავის საქმეს აკეთებს. სწორედ ესაა ჭკვიანი თუ ჩვეულებრივი საათის დანიშნულება.

LG G Watch R-ის დიზაინი საკმაოდ მყარია. მას გამძლე ლითონის გარსაცმები აქვს, რათა გაუძლოს მფლობელის დაუდევარ ქმედებებს. ის არ გამოიყურება მაინც და მაინც განაკუთრებულად, მას აქვს მრგვალი ფორმები. ის გამოიყურება ბუნებრივად ბევრი სხვა სმარტ-საათისგან განსხვავებით, რომელთაც ძირითადად ოთხკუთხედი ფორმები აქვთ. კორპუსი დამზადებულია მეტალისგან, ხოლო სამაჯური ტყავის აქვს. ასევე მას დაუმატეს აპარატული ღილაკი. მას საკმაოდ კარგი დიზაინი აქვს და შავი ფერიც უხდება, თუმცა საწყენია, რომ მომხმარებლების გემოვნება ბოლომდე არაა გათვალისწინებული იმ მხრივ, რომ LG G Watch R მხოლოდ შავ ფერში გამოდის.

1

2

4

5
მეორე მხრივ, საათში გათვალისწინებულია 24 საფირმო ციფერბლატი რომელთაგანაც შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი.

ferebi
ეკრანი გამოირჩევა იმით, რომ მასში პირველად გამოიყენეს მრგვალი მატრიცა პლასტიკური OLED (P-OLED) ტექნოლოგიაზე დაყრდნობით. ეკრანი არაა დიდი, მხოლოდ და მხოლოდ 1,3”, თუმცა მისი გარჩევადობაა 320×320, რაც საკმაოდ კარგ გამოსახულებას იძლება. OLED ტექნოლოგიის უპირატესობები აქაც აშკარაა. მზეზე ეკრანზე კითხვადობა და ენერგოეფექტურობა კარგია.

mtavarze
საათი დაცულია წყლისა და მტვერის შეღწევისგან IP67 სტანდარტის მიხედვით. რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ შეგიძლიათ წყალში 1 მეტრის სიღრმემდე ჩასვლა 30 წუთის მანძილზე ისე, რომ თქვენს საათს არაფერი დაემართება.

LG G Watch R-ს აქვს 512 მბ ოპერატიული მეხსიერება. დაკავშირება სმარტფონთან ხდება Bluetooth 4.0 LE-ს მეშვეობით, იგი კარგად მუშაობს 20-30 მეტრის მანძილზე შენობაში. გააჩნია სხვა და სხვა ხერხები დაკარგული ტელეფონის მოსაძებნად.
ტელეფონში ჩადგმულია 4გბ მეხსიერება, მაგრამ იგი სრულად გამოიყენება სისტემის მიერ, მომხმარებლისთვის იგი არ არის ხელმისაწვდომი. ტელეფონს არ აქვს რაიმე ინფორმაციის შენახვის შესაძლებლობა.
მოკლედ რომ შევაჯამოთ, ბაზარზე არსებულ სმარტ-საათებს შორის LG G Watch R არ არის საუკეთესო, თუმცა მომავალ ვერსიებში შეიძლება ვიხილოთ რადიკალური ცვლილებები.

აქვე გთავაზობთ ორიგინალურ ვიდეოს, რომელიც LG-მ ამ ჭკვიანი საათის სარეკლამოდ დაამზადა:

ავტორი: ირაკლი კვაჭანტირაძე
წყარო:
www.stuff.tv
www.lg.com

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?