HP OMEN: ლეპტოპი თამაშების მოყვარულებს

თამაშების მოყვარულებს HP სთავაზობს საინტერესო ლეპტობს სახელწოდებით “OMEN”, რომელსაც აქვს 15,6-ინჩიანი FHD რეზოლუციის სენსორული ეკრანი

HP-Omen

ინტელის 4 ბირთვიანის Core i7 მეოთხე თაობის პროცესორი 2.5 გიაჰერც სიხშირით (ტურბო რეჟიმში 3.5 გიგაჰერცი სიხშირე), ინტეგრირებული ვიდეო ბარათით, გრაფიკულ მხარეს უზრუნველყოფს ახალი ყველაზე მძლავრი ვიდეო პროცესორი GTX860M, . აქვს 128/256/512 გიგაბაიტიანი SSD მეხსიერება, 8 და 16 გიგაბაიტიანი DDR3 ოპერატიული მეხსიერებით 1.6 გიგაჰერც სიხშრით და 2/4 გიგაბაიტიანი გრაფიკული GDDR5 მეხსიერებით.

HP.Omen_
წონაში ლეპტოპი შეადგენს მხოლოდ 2.12 კილოგრამს. ინჟინრების დახმარებით ლეპტოპი არის მაქსიმალურად გრილი და ძნელად ცხელდება, შესაბამისად თამაშის დროს მომხმარებელს არ შეექმნება დისკონფორტი. გაგრილების სისტემას უზრუნველყოფს ორმაგი ფანი, რომელიც სპეციალური განლაგების მეშვეობით მთელს ლეპტოპზე ანაწილებს სიგრილეს. ლეპტოპის კლავიატურას აქვს დამატებითი შესანიშნავი დიზაინის ღილაკები სწრაფი წვდომისთვის, რაც საკმაოდ მოსახერხებელია განსაკუთრებულად მაშინ, როდესაც მომხმარებელი თამაშობს. ლეპტოპს აქვს HDMI, მინი დისფლეის და ოთხი USB 3.0 ვერსიის პორტი.

ლეპტოპში გამოყენებულია სტერეო აუდიო სისტემა, რაც ჯამში იძლევა მაღალ და ხარისხიან ხმას.

ლეპტოპის საწყისი ფასიან 1500 ამერიკული დოლარი, თუმცა ეს ფასი არ არის მისაღები ამ მოწყობილობისთვის, მაშინ როდესაც მსგავსი მონაცემების მქონე ლეპტოპი მსგავს ფასში წარმოდგენილია 4K რეზოლუციის ეკრანით, თუმცა დიზაინი ნამდვილად იმსახურებს მაღალ შეფასებას.
hp_omen_15_6_tastiera

წყარო: http://www.hp.com
ავტორი: კაპანაძე შალვა

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?