Google-ის პროექტი “Soli”

Google-ის ახალი პროექტი “Soli” საოცარ შესაძლებლობებს გვთავაზობს. ეს არის ძალიან წინწასული და განვითარებული ტექნოლოგია, რომელიც მარტო ფანტასტიკური ჟანრის ფილმში თუ გექნებათ ნანახი, თუმცა ეს რეალობაა, რომელიც მალე ალბათ ჩვენთვისაც გახდება მისაწვდომი.დღესდღეობით ჟესტებზე დამყარებული სისტემები ძირითადად გამოიყენება თამაშების კონსოლებში როგორიცაა Microsoft Kinect ან თქვენს კომპიუტერში პროგრამა leap Motion.ამ პროექტზე მუშაობდა ჯგუფი Google’s ATAP team რომელთა მიზანია გარკვეულ მოწყობილობებზე შეცვალონ წვდომის საშუალებები.ისინი ამისთვის იყენებენ რადიო ტალღებს,სურათზე ასახულია კარგად ის თუ როგორ მოქმედებს იგი გიფ სისტემა იყენებს ფართედ გამოსხივებულ სხივს რომელიც შემდეგ ითვლის დოპლერის ზომას,IQ და სპექტოგრამას.ჩიპს შეუძლია ამოიცნოს მოძრაობა მანძილი და მასზე დაფუძნებული ინფორმაცია გარდაქმნას მოწყობილობისთვის გასაგებ ენად.ადამიანებისთვის იგი არ იქნება რთული სახმარი რადგან ამ ჩიპს ექნება შესაძლებლობა ჩვენთვის დამახასიათებელი ჯესტების გაგებისა რომელსაც ისედაც ვიყენებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში.img2მისი შესაძლებლობები საკმაოდ დიდია რადგან შეუძლია უმნიშვნელო მოძრაობის აღქმაც რაც უფრო დეტალური კონფიგურაციის საშუალებას აძლევს მასზე მომუშავე ჯგუფს.ვიდეოში თქვენ შეგიძლიათ უკეთესად ნახოთ თუ როგორ მუშაობს იგი და მოუსმინოთ მასზე მომუშავე გუნდს.
წყარო:www.engadget.com
დავით დარბაიძე

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?