ბიო 3D პრინტერი

მეცნიერები მუშაობენ ახალ , 3D, ბიო პრინტერზე, რომლითაც ადამიანის კანის ბეჭდვა იქნება შესაძლებელი. გიგანტი კომპანიები, მათ შორის L’Oreal, ბილიონობით ინვესტიციას დებენ ე.წ. “Bioprinting” განვითარებაში.url10

სამედიცინო სფეროში ორგანოების ბეჭდვა უკვე დაწყებულია, თუმცა ადამიანის კანის საფარის ბეჭდვა კიდევ ერთი წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება, განსაკუთრებით კი კოსმეტიკური და პარფიუმერული კომპანიებისთვის. ევროპის ქვეყნებში უკვე აკრძალულია ცხოველებზე დატესტელი კოსმეტიკის რეალიზაცია. ამიტომ, მაგალითად L’Oreal წლებია ლაბორატორიაში ქმნის ადამიანის კანს, რაც საკმაოდ რთული და ძვირადღირებული და რაც მთავარია დროში გაწელილი პროცესია. ლაბორატორიაში კანის მიღებას კომპლექსური მეთოდები სჭირდება.

skin1

ახალი პრინტერით კი პირდაპირ სასურველი კანის მოდელის ბეჭდვა იქნება შესაძლებელი და რა თქმა უნდა მცირე დროში. მკვლევარების თქმით პრინტერს შეუძლია დაბეჭდოს როგორც მგრძნობიარე კანი ასევე მამაკაცის კანის ტიპიც.skin7-700x460

მკვლევარებმა წარმატებას უკვე მიაღწიეს. პრინტერის სატესტო მოდელიც არის, რომელმაც ტესტირება წარმატები თ გაიარა, თუმცა კომერციული კუთხით, როგორიცაა კოსმეტიკური ტესტირება, ჯერ არაა ჩაშვებული. ამის მიზეზი ბეჭდვის რთული ტექნოლოგიაა, იქედან გამომდინარე, რომ ბეჭდვა ცოცხალი უჯრედებით ხდება, მეცნიერებს კიდე უწევთ რაღაც დეტალებზე ყურადღების გამახვილება და მათი დახვეწა.
მეცნიერებს თქმით ბიო პრინტერები ჩვენი მომავალია. კანის პრინტერი საგრძნობლად შეამცირებს ხანძრით და სხვადასხვა კანის დაზიანებით დაღუპულ ადამიანთა რიცხვს. ასევე, ტესტირებაში მონაწილე ცხოველების საუკეთესო ალტერნატივაა.

150615155229-skin-3d-print-780x439

წყარო: cnn.com

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?